თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს

ამერიკაში ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებზე და სავარაუდოდ როგორ აისახება ეს ყველაფერი დღევანდელ მსოფლიოზე “ინტერპრესნიუსი” ვაშინგტონში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს და საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს თედო ჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო თედო, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს მსოფლიო მედია ინტენსიურად აშუქებს. ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო რასაც ვხედავთ და ვისმენთ. დიდია ინტერესი ამ პროცესებისადმი, ვინაიდან ყველაფერი ეს მსოფლიოს უძლიერეს ქვეყანაში ხდება და ადვილია იმის წარმოდგენაც, თუ რა გავლენა ექნება ამას დანარჩენ მსოფლიოზე.

ფაქტია, რომ აშშ-ში განვითარებულ ამბებზე ურთიერთგამომრიცხავი ონფორმაციები და შეფასებები ვრცელდება. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება.რა ხდება აშშ-ში?

- მადლობა საშუალებისათვის თქვენს სააგენტოს და თქვენს მკითხველს გავუზიარო ჩემი პირადი მოსაზრებები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე დრამატულ მოვლენებზე. ხაზს ვუსვამ, ეს მხოლოდ პირადი მოსაზრებებია - არ წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას ან პარტიას.

გასაგებია, რომ მე არ გამაჩნია წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს მაწუხებს ბოლო დღეებში აშშ-ში განვითარებული პროცესები, თუმცა ისიც გასაგებია რომ ჩემი ემოციები სცდება “რიგითი მოქალაქის” განწყობებს - ამერიკის პოლიტიკურ ისტორიას ვსწავლობდი წლების განმავლობაში, ვარ ამერიკანისტი და ჩემი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ იყო და არის გადაჯაჭვული ამ სახელმწიფოსთან.

გახლდით ელჩი ამ ქვეყანაში, მყავს უამრავი მეგობარი და კოლეგა, რომელთა პირადი უსაფრთხოება და სტაბილურობა ადამიანურად ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, მადარდებს თავად ამერიკის შეერთებული შტატების სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელსაც, მე ვიტყოდი, ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს საქართველოს სტაბილურობისათვის და ჩვენი უსაფრთხო განვითარებისათვის.

უკვე ბევრჯერ გვითქვამს, რომ თუ საქართველო ჯერ გადარჩა და შემდგომ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ამაში ამერიკის შეერთებული შტატების ღვაწლი უდიდესია. ვაშინგტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ჩადო ჩვენს ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური, ფინანსური, ღირებულებითი და მე ვიტყოდი ფსიქოლოგიური ინვესტიციაც კი.

თუ საქართველო ჯერ გადარჩა და შემდგომ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, ამაში ამერიკის შეერთებული შტატების ღვაწლი უდიდესია. ვაშინგტონმა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ჩადო ჩვენს ქვეყანაში უდიდესი პოლიტიკური, ფინანსური, ღირებულებითი და მე ვიტყოდი ფსიქოლოგიური ინვესტიციაც კი

გასაგებია, რომ ჩვენ არ ვართ, ასე ვთქვათ, “იდეალური დემოკრატია”, თუმცა, დღეს ძნელია მსოფლიოში მოძებნო დემოკრატიის სრულყოფილი ეტალონი, დაწყებული 1990-იანი წლებიდან აქვს ადგილი ბორძიკს, შეცდომებს, ზიგზაგებს, უკუსვლებს, წრეზე სიარულს... თუმცა, საქართველო მიიწევს მიზანმიმართულად წინ და, რაც მთავარია, არასდროს გადაუხვევს დასახულ მიზნებს, არ შეცვლის თავისი განვითარების ტრაექტორიას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო მიმართულებით.

და ამ ურთულეს პროცესში, ვიმეორებ, შეერთებული შტატების როლი განმსაზღვრელია, რადგან პარტნიორობა ამ ქვეყანასთან გახლავთ ის მყარი ფუნდამენტი, რის გარეშე შეუძლებელია ჩვენი “გეოგრაფიის” მქონე ქვეყანა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და სამომავლო რისკებს.

აქედან გამომდინარე, რაც დღეს ხდება ამერიკის ქალაქებში - არაპორპორციულად გამოყენებული პოლიციური ძალა, ამის შედეგად განვითარებული ძალადობა, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დარბევები უაღრესად დამთრგუნველია.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოჰყვა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას - ჯერ ტარდება საგამოძიებო პროცედურები და შემდგომ სასამართლო დაადგენს დანაშაულის კატეგორიას, თუმცა რაც ჩვენ სატელევიზიო არხების მეშვებით ვნახეთ ნამდვილად შეზარავი იყო.

ამ ტრაგედიის და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შეფასებაც და ანალიზიც თბილისიდან ძალიან რთულია, რადგან თავად ჩემს ხელთ არსებული კომენტარებიც უკიდურესად პოლარიზებულია - დემოკრატებს ერთი შეხედულება აქვთ, რესპუბლიკელებს დიამეტრალურად განსხვავებული, ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები და მათთან ასოცირებული მას-მედია უკიდურესად ხისტია ხელისუფლების მიმართ, მაშინ როდესაც კონსერვატორები სწორედ ხელისუფლებისაგან და პირადად პრეზიდენტ ტრამპისაგან მოითხოვენ ასევე ხისტ ქმედებებს ძალადობის წინააღმდეგ.

გასაგებია, რომ სიტუაცია რთულია და ამ პროცესების ეგზალტირებას ახერხებენ საპორტესტო პროცესს მიტმასნილი რადიკალური ელემენტები, რომლებსაც თავიანთი მიზნები და დღის წერიგი აქვთ - სახელმწიფოს სტრუქტურების შერყევა, ქაოსის დამკვიდრება, არეულობის და კრიმინალის შეტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამას ემატება ისიც, რომ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება უკიდურესად მწვავედ განვითარებული პანდემიის ფონზე - სახელმწიფოს მიერ გატარებული იძულებითი მკაცრი ზომები, ლოქდაუნების ჩათვლით, რომელსაც თან დაერთო როგორც შედეგი, უმუშევრობის მკვეთრი ზრდა - დღეისათვის 40 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა სამსახური გარეშე, შემოსავლების დრამატული ვარდნა და ამის შედეგად საზოგადოებაში გაღიზიანების და ფრუსტრაციის უკიდურესი ზრდა.

უკიდურესად მწვავედ განვითარებული პანდემიის ფონზე - სახელმწიფოს მიერ გატარებული იძულებითი მკაცრი ზომები, ლოქდაუნების ჩათვლით, რომელსაც თან დაერთო როგორც შედეგი, უმუშევრობის მკვეთრი ზრდა - დღეისათვის 40 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა სამსახური გარეშე, შემოსავლების დრამატული ვარდნა და ამის შედეგად საზოგადოებაში გაღიზიანების და ფრუსტრაციის უკიდურესი ზრდა

გასაგებია, რომ ეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდება - ამ ყველაფერს გლობალური მასშტაბები აქვს. თუმცა მსოფლოსათვის ამერიკა კვლავაც რჩება დემოკრატიული განვითარების, შემდგარი სახელმწიფოებრიობის და სიძლიერის სიმბოლოდ, რომელიც იმედია ასევე დემოკრატიული გზით გაუმკლავდება შიდა და გარე გამოწვევებს.

გასაგებია, რომ არა მხოლოდ ამერიკელი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოები - რუსეთი, ჩინეთი, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ამერიკაში დღეს წარმოქმნილ პრობლემებს ხშირ შემთხვევაში სუბიექტურად და საკუთარი პოლიტიკური გემოვნებისა და მისწრაფების მიხედვით აფასებენ და ცდილობენ მათ ექსტრაპოლირებას გლობალური მასშტაბით.

გასაგებია, რომ სიტუაცია რთულია და ამერიკის გლობალური ოპონენტები ცდილობენ “მღვრიე წყალში თევზის დაჭერას”, ამერიკის რეპუტაციის შელახვას და დაკნინებას.

მაგრამ, ამასთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ჩემი ამერიკელი მეგობრის, სხვათაშორის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი წარმომადგენლის სიტყვები - “შიდა პრობლემები, თუნდაც უკიდურესად დრამატული და მწვავე, მაინც შიდა პრობლემებია”.

მე მგონია - და არ მინდა, რომ შევცდე - რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავს გაართმევს წარმოქმნილ უმწვავეს შიდა პრობლემებს და ამის გარანტიაა ძლიერი და დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის კანონის უზენაესობის დომინანტი, დემორატიული ფასეულობები და მემკვიდრეობა, ჩვევები და პრაქტიკა, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერტებული შტატების პოლიტიკური სისტემა გაუმკლავდება ვითარებას და მოძებნის გამოსავალს ამ ურთულესი მდგომარეობიდან - თავად სისტემა არის ძლიერი და მდგრადი და ჩვენ -საქართველო - ამ ურთულეს პერიოდში მაქსიმალურად გვერდში უნდა დაუდგეთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს.

ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერტებული შტატების პოლიტიკური სისტემა გაუმკლავდება ვითარებას და მოძებნის გამოსავალს ამ ურთულესი მდგომარეობიდან - თავად სისტემა არის ძლიერი და მდგრადი და ჩვენ -საქართველო - ამ ურთულეს პერიოდში მაქსიმალურად გვერდში უნდა დაუდგეთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს

გასაგებია, რომ ამერიკა თავად გაუმკლავდება წარმოქმნილ სიტუაციას, მაგრამ მხარდამჭერი სიტყვები და განცხადებები საქართველოდან მას გააძლიერებს. არავინ იფიქროს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მის მხარდაჭერას არ აქვს დიდი მნიშვნელობა მსოფლიოს ზესახელმწიფოსათვის. ამგვარი ვარაუდი ან პოლიტიკური გულუბრყვილობაა ან უცოდინარობა.

მსოფლიო პოლიტიკა უზარმაზარი მოზაიკაა, რის ფორმასაც დიდი და პატარა ნაწილების ჰარმონიული თავსებადობა ამაგრებს. დღეს ამერიკას ასეთი მხარდაჭერა ჭირდება და არა მხოლოდ გარედან შეძახილები და თუნდაც “ობიექტური ანალიზი”. ამიტომაც დღეს ჩვენ ისე უნდა დავუჭიროთ მხარი ამერიკის სტაბილურობას, როგორც არასდროს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მოძებნის გამოსავალს არსებული მდგომარეობიდან.

დღეს ჩვენ ისე უნდა დავუჭიროთ მხარი ამერიკის სტაბილურობას, როგორც არასდროს და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მოძებნის გამოსავალს არსებული მდგომარეობიდან

- დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყველაფერი, რაც ახლა აშშ-ში ხდება, აშშ-ში 2020 წლის ნოემბერის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.

პანდემიამდე ტრამპს მეორეჯერ გაპრეზიდენტების საკმაოდ დიდი შანსი ჰქონდა. ასე იყო თუნდაც იმიტომ, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში 5 მილიონზე მეტი ადამიანი დასაქმდა, მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ-ში მიგრანტთა რაოდენობა და გართულდა ახალი მიგრანტების ქვეყანაში შესვლა.

თუმცა, მთლად ასე მარტივადაც არ უნდა იყოს საქმე. ფაქტია, რომ აშშ-ში ანტიგლობალური და კონსერვატიული ტენდენციებისა და ემიგრანტების საწინააღმდეგო ტერნდენციების გამო გახდა ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ამ ბოლო დროს, ყველაფერ ამას დაემატა რასისტული განწყობების თუ აფექება არა, ისეთი ვითარება, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელიც კი იყო.

ბევრი დამკვირებლის შეფასებით, ახლა აშშ-ში „სამოქალაქო ომია“, მეტიც აშშ-ში საზოგადოება პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის წინააღმდეგ ასე განწყობილი კარგა ხანია არ ყოფილა. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა - ეს პროცესები მართულია თუ სპონტანური?

- გასაგებია, რომ შეუძლებელია დღევანდელ მსოფლიოში არ მოხდეს რომელიმე მოვლენის პოლიტიზირება. იგივე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში - იქ პოლიტიკა უწყვეტი პროცესია და გასაგებია, რომ განვითარებული დრამატული მოვლენები უმლვე პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, მით-უმეტეს, რომ მალე ამერიკაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები.

გეთანხმებით რომ ტრადიციულად, მოქმედ პრეზიდენტს ყოველთვის უფრო მეტი შანსი აქვს ხელმეორედ დაიკავოს პოსტი და გასაგებია ისიც, რომ პანდემიამდე და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამდე პრეზიდენტ ტრამპის შანსები უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. გასაგებია, რომ წარმოქმნილი კრიზისი გავლენას იქონიებს საპრეზიდენტო მარათონზე, რომელიც ოფიციალურად სულ რამდენიმე კვირაში დაიწყება.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არსებული კრიზისი ვერც დემოკრატებისათვის სასარგებლო ტენდენციების ზრდას შეუწყობს ხელს და ვერ გაზრდის დრამატულად მათ შანსებს, თუმცა ისტორიულად აფრო-ამერიკელი ამომრჩეველი დემოკრატიული პარტიის საყრდენი ძალაა. და საერთოდაც ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა. ძალიან პირობითია.

2016 წელს, ამერიკული პოლიტიკური ელიტა, ამერიკული პრესა და ტელევიზია დარწმუნებული იყო, რომ გამარჯვებული ქალბატონი კლინტონი იქნებოდა. დონალდ ტრამპს ძალიან ნაკლებად უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას. მაგრამ მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ვერავინ იტყვის დაბეჯითებით, როგორ დამთავრდება მომავალი არჩევნები. რაიმეს დარწმუნებით თქმა უბრალოდ გულუბრყვილობაა.

თუმცა თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ - მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კრიზისული პროცესები მართულია - ორივე პარტიას ჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პროცესების უსაფრთხო ვითარებაში განვითარება და განსაკუთრებით ისეთი პროცესის, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებია.

მე ეჭვი მეპარება, რომ ეს კრიზისული პროცესები მართულია - ორივე პარტიას ჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პროცესების უსაფრთხო ვითარებაში განვითარება და განსაკუთრებით ისეთი პროცესის, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებია

რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონკურენტებს შორის იქნება ხისტი რიტორიკა არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, რასაც თქვენ ბრძანებთ, რასისტული განწყობების ზრდასთან თუ ემიგრანტების მიმართ გატარებილი პოლიტიკის გამო. თუმცა არ მგონია, რომ რომელიმე კანდიდატმა არ გაკიცხოს ძალდობა და დარბევები. ამის თეორიული შანსიც არ არსებობს.

გეთანხმებით, რომ დღეს ამერიკა პოლარიზებულია. უფრო მეტიც. ასეთი პოლარიზებული ამერიკა მე პირადად არ მახსოვს. ჩემი მეგობრებისგან ვიცი და ისედაც უკვე დასამალი არ არის, რომ პოლიტიკურ შეხედულებათა გამო უთანხმოებამ უკვე ამერიკულ ოჯახებშიც შეაღწია. ასეთი რამ ადრე ნამდვილად არ ხდებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ საზოგადოების პოლარიზება განა მხოლოდ ამერიკული ფენომენია?

დღეს ამერიკა პოლარიზებულია. უფრო მეტიც. ასეთი პოლარიზებული ამერიკა მე პირადად არ მახსოვს. ჩემი მეგობრებისგან ვიცი და ისედაც უკვე დასამალი არ არის, რომ პოლიტიკურ შეხედულებათა გამო უთანხმოებამ უკვე ამერიკულ ოჯახებშიც შეაღწია. ასეთი რამ ადრე ნამდვილად არ ხდებოდა. თუმცა, მეორეს მხრივ საზოგადოების პოლარიზება განა მხოლოდ ამერიკული ფენომენია?

გასაგებია, რომ იქნება მცდელობა გარედან ჩარევისა ამერიკის პოლიტიკურ პროცესში. იქნება არსებული პრობლემების კიდევ უფრო გამწვავების მცდელობა გარე ძალების მიერ. მაგრამ არ ვფიქრობ რომ საქმე “სამოქალაქო დაპირისპირებამდე” მივა. ამგავრი განვითარების შესაძლებლობა ზედმეტად გაზვიადებული მეჩვენება.

ამერიკაში უძლიერესია საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობა. თუმცა, ფაქტია რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც მოჰყვა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, აქტიურად და ეფექტურად გამოიყენეს რადიკალურმა და მარგინალურმა ძალებმა, რომლებიც სხვათაშორის, კარგად იყვნენ წინასწარ მომზადებულები “ბარიკადებზე საბრძოლველად”.

ფაქტია რომ საპროტესტო ტალღა, რომელიც მოჰყვა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს, აქტიურად და ეფექტურად გამოიყენეს რადიკალურმა და მარგინალურმა ძალებმა, რომლებიც სხვათაშორის, კარგად იყვნენ წინასწარ მომზადებულები “ბარიკადებზე საბრძოლველად”

- სავარაუდოდ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს აშშ-ში ერთი მხრივ ანტიგლობალისტების და კონსერვატორების, ხოლო მეორე მხრივ რადიკალი მემარჯვენეებისა და მემარცხენეების, ასევე „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“დაპირისპირება?

- ჩვენ ამის შესახებ წინა მასალაშიც ვისაუბრეთ, რომელიც თქვენმა სააგენტომ რამოდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. გავიმეორებ - ამერიკის პოლიტიკური სისტემას ძალას და მდგრადობას მატებს და აბალანსებს ქვეყანაში ე.წ. “The Middle” –“შუას” არსებობა. ამერიკის პოლიტიკური სიტემა დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული და ეს პრინციპები განსაზღვრავს და ამოქმედებს არა მხოლოდ ჰორიზონტალურად მოქმედ პოლიტიკურ ინსტიტუტებს - საპრეზიდენტო, საკანონმდებლო თუ სასამართლო და იმ ზღუდეებს და ბალანსირებს (checks and balances), რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს ხელისუფლების ამ შტოებს შორის.

ამერიკის პოლიტიკური სისტემას ძალას და მდგრადობას მატებს და აბალანსებს ქვეყანაში ე.წ. “The Middle” –“შუას” არსებობა. ამერიკის პოლიტიკური სიტემა დემოკრატიულ პრინციპებზეა აგებული და ეს პრინციპები განსაზღვრავს და ამოქმედებს არა მხოლოდ ჰორიზონტალურად მოქმედ პოლიტიკურ ინსტიტუტებს - საპრეზიდენტო, საკანონმდებლო თუ სასამართლო და იმ ზღუდეებს და ბალანსირებს (checks and balances), რომლებიც არეგულირებენ ურთიერთობებს ხელისუფლების ამ შტოებს შორის

იგივე პრინციპებზეა აგებული სახელისუფლებო ვერტიკალიც - შტატები, ოლქები, ქალაქის საბჭოები, რომლებიც არა მხოლოდ იცავენ კონსტიტუტუციით განსაზღვრულ პრეროგატივებს და ამით აბალანსებენ ფედერალურ დონის ინსტიტუტებს, არამედ უაღრესად ეფექტურად იყენებენ ამისათვის სწორედ რომ საზოგადოების იმ უდიდეს სეგმენტს, რომელსაც ჩვენ პირობითად “შუა” ვუწოდეთ და რომელიც ყოველთვის განწყობილია კომპრომისული გადაწყვეტილების მოსაძებნად.

ამიტომაც ამერიკა შედარებით ადვილად “იტანს” საზოგადოებაში ნებისმიერი რადიკალური ელემენტების - თუნდაც „ფაშისტების“, „ტროცკისტების“, “მემარჯვენეების”, “მემარცხენეების” და კიდევ ათასი ჯურის “უცხო ელემენტების” არსებობას, რადგან საზოგადოების “შუა” სეგმენტი ყოველთვის ახდენს ამ რადიკალური განწყობების გადადნობას, განეიტრალებას, კომპრომისის მოძებნას და ამიტომაც ნებისმიერი დონის არჩევნები ამერიკის შეერტებულ შტატებში, მიუხედავად უდიდესი დაძაბულობის და დრამატიზმისა, დაპირისპირებაში არასოდეს არ გადაიზრდება.

თუმცა, აშშ-ს ისტორიაში ადგილი ქონია ტრაგიკულ შემთხვევებსაც, მოუკლავთ არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისის სახით.

რადგან “შუა” ვახსენე, ვისარგებლებ შემთხვევით და კვლავ გავიმეორებ, რომ ჩვენთან სწორედ საზოგადოების ეს სეგმენტი, „შუა გაიკრიფა” უმოწყალოდ და მასთან ერთად მოისპო ყველანაირი შემაკავებელი ბალანსიც, პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩა ორი პოლიტიკური ძალა და მათი განშტოებები, საზოგადოებაში გაიზარდა პოლარიზაცია, ურთიერთდაპირიპირება, მას-მედია ძირითადად და სამწუხაროდ ანგაჟირებულია და, რაც მთავარია, დაზიანებულია არა მხოლოდ საარჩევნო პროცესი, არამედ მთლიანი პოლიტიკური სისტემა. ამ ყველაფერმა, ჩემი აზრით, კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას და ამას ჩვენდა სამწუხაროდ ყოველდღე ვხედავთ.

ჩვენთან სწორედ საზოგადოების ეს სეგმენტი, „შუა გაიკრიფა” უმოწყალოდ და მასთან ერთად მოისპო ყველანაირი შემაკავებელი ბალანსიც... ამ ყველაფერმა, ჩემი აზრით, კატასტროფული შედეგები მოუტანა ჩვენ ქვეყანას და ამას ჩვენდა სამწუხაროდ ყოველდღე ვხედავთ

- დამკვირვებელთა ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ახლა აშშ-ში მიმდინარე პროცესებში აქტიურად მონაწილეობს ჩინეთი. ვაშინგტონისა და პეკინის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, როცა თეთრი სახლის ახლმა ადმინისტრაციამ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩინეთის მიმართ საკმაოდ ხისტი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყო.

ამ დაპირისპირებას სხვა, არანაკლებ საინტერესო ასპექტებიც ჰქონდა. ზოგი იმაზეც მიანიშნებს, რომ დღევანდელ აშშ-ში 15 მილიონი ჩინელი ცხოვრობს, გარდა ამისა, საკმაოდ ბევრი არიან არარეგალი ჩინელებიც, რომლებიც ზოგი მონაწილეობს ამ პროცესებში, ზოგის კოორდინერებასაც კი უწევს ამ პროცესებს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ იმაში, რაც ახლა აშშ-ში ხდება, „პეკინის ხელი“ ერიოს?

- თქვენ მთხოვთ გავცე პასუხი ისეთ კითხვაზე, რომელზე პასუხიც შეიძლება თავად პეკინშიც კი არ იცოდნენ. გლობალური პოლიტიკა საერთოდაც ურთულესი კონფიგურაციაა და დღევანდელი, “პოსტ-პანდემიური” კი, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებას ჩამოუყალიბებას, ხომ მით-უმეტეს.

გასაგებია, რომ პანდემიამ შეცვალა და შეარაყია არსებული მსოფლიო ბალანსი, შეცვალა პრიორიტეტები, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ მაგრამ კითხვის ნიშნები გააჩინა იგივე საერთო ევროპულ ღირებულებეთან დაკავშირებით.

ყველა ქვეყანამ თავის გზა აირჩია ვირუსთან საბრძოლველად, ყველა ქვეყანა ცალკე წავიდა. ზოგი წარმატებით. ზოგი წარუმატებლად. როგორც ჩანს, ეს გარდაუვალი იყო. თუმცა არ მგონია, რომ ამას მოყვეს რადიკალური ცვლილებები, დაუყოვნებლივ შეიცვალოს აპრობირებული პარამეტრები.

რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ იქნება მცდელობები ე.წ. “სიტუაციური” თუ კონიუნქტურული დროებითი გამბიტების, როდესაც ყველაზე მტრულად ერთამანეთისადმი განწყობილი აქტორები შეეცდებიან მონახონ შეხების წერტილები რაიმე კონრეტული პრობლემის გადასაწყვეტად.

ამ მხრივ არ გამოვრიცხავ ნებისმიერის “ხელის” არსებობას და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს - დიდ პოლიტიკაში მხოლოდ “მუდმივი ინტერესები” არსებობს, რომელთა რეალიზება ხშირად მყისიერად ხდება და ამიტომ მხოლოდ გაუთავებელი საუბარი “სტარტეგიულ პარტნიორობაზე” არ არის უსაფრთხოების საკმარისი გარანტია პატარა ქვეყნისათვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ შენი პარტნიორისათვის არ ხარ აგრეთვე სანდო, პროგნოზირებადი და რაც მთავარია, “სასარგებლო”.

არ გამოვრიცხავ ნებისმიერის “ხელის” არსებობას და ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მართებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს - დიდ პოლიტიკაში მხოლოდ “მუდმივი ინტერესები” არსებობს, რომელთა რეალიზება ხშირად მყისიერად ხდება და ამიტომ მხოლოდ გაუთავებელი საუბარი “სტარტეგიულ პარტნიორობაზე” არ არის უსაფრთხოების საკმარისი გარანტია პატარა ქვეყნისათვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ შენი პარტნიორისათვის არ ხარ აგრეთვე სანდო, პროგნოზირებადი და რაც მთავარია, “სასარგებლო”

- მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აშშ-ში განვითარებული მოვლენები რუსეთს აწყობს. მეტიც, აშშ-ში შიდა არეულობების ყველაზე დიდი ბენეფიციარი რუსეთი იქნება. ჟირინოვსკიმ, რომელიც ხშირად კრემლის აზრებს ახმოვანებს, ამ თემაზე განაცხადა - „დიდი მსოფლიო რევოლუცია, რომელზეც ბოლშევიკები ოცნებობდნენ, ამერიკამდე ჩავიდა.“

მესმის, რომ ჯერ რთულია იმაზე საუბარი, საბოლოოდ რით დასრულდება აშშ-ში შიდა არეულობა, მაგრამ სადავო ნამდვილად არაა, რომ დასუსტებული აშშ-ი კრემლის სტრეტეგების ყველაზე დიდი ოცნებაა.

ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაუგებარია, რომ ტრამპი პუტინის მიმართ ლოიალურია, რომ აშშ-სა და ევროპის ურთიერთობებში გაუგებრობები ბევრ კითხვებს აჩენს, რომ აშშ-ში დიდი ბიზნესის წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ კრემლის რჩეულ ოლიგარქებთან და ასე შემდეგ.

მეტიც, რომ არა აშშ-ს სენატისა და კონგრესის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ლობირება, თეთრი სახლის ხელმძღვანელი ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ს მხარდაჭერ პოლიტიკას არ გაატარებდა.

ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ ამერიკაში საკმაოდ ბევრი რუსი ემიგრანტია, მაგრამ რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი უმრავლესობა ამართლებს პუტინის ნეო-იმპერიალისტურ საგარეო პოლიტიკას.

რუსულ სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობაზე საუბარი აშკარად გადაჭარბებულია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში გააქტიურებული ულტრამემარცხენეებისა და ულტრამემარჯვენეების უკან სწორედ რუსები მოიაზრებიან, ფაქტია. რადგან ასეა, კითხვას ამგვარად დავსვამ - რამდენად დიდია იმის ალბათობა, აშშ-ს შიდა პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული რუსეთი? კრემლს ტრამპის დამარცხება უფრო აწყობს თუ გამარჯვება?

- თქვენ ისევ ურთულეს კითხვას მისვამთ. ჯერ ერთი მე არ ვიცი, რამდენად აქტიურად შეიძლება იყოს ჩართული რუსეთი ამ არეულობებში. თუ დავუჯერებთ ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკურ ექსპერტს ან პოლიტიკოსს, ამგვარ ჩარევას ადგილი ქონდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ეს საქმე “გაარჩიეს” მათი შეხვედის დროს ჰელსინკიში.

ამდენად მხოლოდ ჩემ აზრს გაგიზიარებთ - არ მგონია, რომ ამერიკის ტოტალური დასუსტებით რომელიმე სხვა ძალამ მოიგოს. ჯერ-ერთი, ეს ასე სწარაფად ვერ მოხდება და მეორეც, არსებული გლობალური ძალთა ბალანსი ერთ დღეში არ შექმნილა და ამ პარადიგმაში ამერიკის შეერთებული შტატების ძალის გამომხატველი სხვადასხვა ინდიკატორები, ეკონომიკა,, სამხედრო ძალა, ურყევი და უცვლელია მიუხედავად აშკარა კრიზისული ელემენტებისა, ამერიკული პოლიტიკური სისტემა შესძლებს ამის გამკლავებას.

ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების სპეც-სამსახურების აქტიურობას, მათ-შორის რუსეთისასაც. რამდენად ეფექტური იქნება ეს ‘ჩართულობა” მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე. ალბათ მხოლოდ უნდა ვივარაუდო და ამიტომ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - არ მგონია, რომ ამერიკის “დასუსტებით” რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს.

არ მგონია, რომ ამერიკის “დასუსტებით” რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს

ეს ესე მარტივად არ ხდება და თუ რუსეთს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს ასეთი სურვილი გააჩნია, იმედია მე და თქვენს გარდა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც იცის და ამ გამოწვევას აშშ როგორმე გაუმკლავდება.

აი, თუ რას მოიმოქმედებს რუსეთი მის უახლოეს სამეზობლოში, ეს უფრო საინტერესო თემაა. ტრივიალურ რამეს გეტყვით - “ძლიერი რუსეთი” სახიფათოა მეზობელია საქართველოსთვის, მაგრამ არანაკლებად სახიფათოა “დასუსტებული რუსეთი”, არასტაბილური რუსეთი, არეული რუსეთი რომელსაც შიდა კონსოლიდირებისათვის თავის ისტორიის მანძილზე არა ერთი “პატარა ბრწყინვალე ომი” ჯერ გაუჩაღებია და მერე მოუგია სამეზობლოში. ამის მწარე მაგალითები საქართველოს საკმარისი აქვს.

“ძლიერი რუსეთი” სახიფათოა მეზობელია საქართველოსთვის, მაგრამ არანაკლებად სახიფათოა “დასუსტებული რუსეთი”, არასტაბილური რუსეთი, არეული რუსეთი რომელსაც შიდა კონსოლიდირებისათვის თავის ისტორიის მანძილზე არა ერთი “პატარა ბრწყინვალე ომი” ჯერ გაუჩაღებია და მერე მოუგია სამეზობლოში. ამის მწარე მაგალითები საქართველოს საკმარისი აქვს

გასაგებია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი თუ საკომუნიკაციო არხი რუსეთთან, შევეცადოთ ამ ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ არა ჩვენი სტრატეგიული ინტერესების და პრიორიტეტების ხარჯზე. ამ საკითხებზე ბევრჯერ გვისაუბრია. თუმცა, ამ თემას ღრმად გაშლა და უფრო მაღალი ტრიბუნა სჭირდება.

- ფაქტია, რომ შიდა არეულობის მიუხედავად, ვაშინგტონი საკმაოდ წარმატებით ანხორციელებს თავის საგარეო პოლიტიკას. ვხედავთ რომ უკრაინის დონეცკის ოლქში გართულებული ვითარების ფონზე აშშ-ს ავიაგამანადგურებლებმა უკრაინელ პარტნიორებთან ერთად განახორციელეს ერთობლივი სასწავლო ფრენები უკრაინაში. რის გამო რუსეთმა უკვე გამოთქვა უკმაყოფილება.

მეტიც, სწორედ ამ ფონზე განაცხადა ოფიციალურმა კიევმა, რომ უკრაინა შესაძლოა გამოვიდეს მინსკის შეთანხმებიდან. იგივე ეხება საქართველოს. საქართველოს მიმართულებითაც არ შეუწყვეტია აშშ-ს აქტიურობა.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აშშ-ს შიდა პოლიტიკაში პროცესები, შეიძლება იმის თქმა, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში იმგვარი სერიოზული კორექტივები არ მოხდება, რაც ასევე სერიოზულად აისახება დანარჩენ მსოფლიოზე და საქართველოზე?

- მე კარგად არ ვიცნობ უკრაინის არც შიდა და არც საგარეო პოლიტიკას. ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება წარმატებული და სტაბილური უკრაინა, თანაც სანდო პარტნიორი.

მე არ ვიცი რას იზამს უკრაინა “მინსკის ფორმატთან” დაკავშირებით ან კიდევ რა სწავლებას ჩაატარებენ უკრაინის შეაიარაღებული ძალები თავის პარტნიორებთან ერთად. მე მხოლოდ წარმატება მინდა უსურვო ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს.

ახლა რაც შეეხება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ურთიერთობებს და რა გავლენას გავლენას მოახდენს მათზე შიდა პოლიტიკური პროცესები, მ.შ. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები.

გვეუბნებიან, რომ დღეს აშშ-სთან ურთიერთობები “უმაღლეს ნიშნულზეა”. კი ბატონო. ჩავთვალოთ, რომ ასეა, თუმცა, რასაც გარედან ვხედავ და ვგრძნობ, აშშ-სთან „უმაღლესი ნიშნულის“ ურთიერთობებს ცოტა უფრო მეტი დასტური, მეტი დინამიკა ჭირდება და რაც მთავარია ამ “უმაღლესი ნიშნულის” შედეგების ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაში ასახვა

ვიმეორებ, რომ მე არ გამაჩნია კონფედენციალური ხასიათის ინფორმაციები ამ ურთიერთობების შესახებ, გარდა იმისა რასაც ვკითხულობ და ვუსმენ.

გვეუბნებიან, რომ დღეს აშშ-სთან ურთიერთობები “უმაღლეს ნიშნულზეა”. კი ბატონო. ჩავთვალოთ, რომ ასეა, თუმცა, რასაც გარედან ვხედავ და ვგრძნობ, აშშ-სთან „უმაღლესი ნიშნულის“ ურთიერთობებს ცოტა უფრო მეტი დასტური, მეტი დინამიკა ჭირდება და რაც მთავარია ამ “უმაღლესი ნიშნულის” შედეგების ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაში ასახვა.

შეიძლება ვცდები. შეიძლება კარგად ვერ ვიყურები და ეს ყველაფერი ასეა. უბრალოდ მე ვერ ვხედავ და ამდენად ვცდები ჩემს ამ შეფასებაში. ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა