გიორგი გახარია - ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამები იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეებში იქნება განთავსებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ახორციელებს, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული.

„აწარმოე საქართველოში“, ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების საშუალებითა და არხებით პირდაპირ მივა ჩვენს თითოეულ მოქალაქესთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის, მცირე მეწარმეობის, ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ფერმერებს, მეწარმეებს აუცილებლობა ჰქონოდა ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება თითოეული მათგანის ადგილობრივ დონეზე, რაიონში, რასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები ეფექტურად გამოიყენებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“