მთავრობის ანგარიში - სამთავრობო ცხელი ხაზის, 144-ის მიერ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, გადაადგილებისთვის 15 527 ერთდჯერადი ნებართვა გაიცა

სამთავრობო ცხელი ხაზის, 144-ის მიერ, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, გადაადგილებისთვის გაიცა 15 527 ერთდჯერადი ნებართვა, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების სწორად მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში ამოქმედებულმა ცხელი ხაზის რამდენიმე საშუალებამ.

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112 (შემდეგში - 112) ინფრასტრუქტურაზე რეკორდულად მოკლე ვადაში მოეწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში ჩაეშვა სამთავრობო ცხელი ხაზი - 144.

17 აპრილიდან ამოქმედდა დამატებითი მიმართულება 144-1-ის სახით, რომელიც უზრუნველყოფდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ავტოტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის გაცემას, ხოლო 25 აპრილიდან ასევე ამოქმედდა რეგიონალური ცხელი ხაზი 144-2.

144-ის ცხელი ხაზის მიერ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში გადაადგილებისთვის გაიცა 15 527 ერთდჯერადი ნებართვა. ამგვარი ნებართვები, ინფორმაციის დამუშავებისა და გადამოწმების შემდგომ, გაიცემოდა მხოლოდ მთავრობის მიერ დაშვებული აქტივობის განხორციელების და დაშვებული მიზნით გადაადგილებისთვის. მაგალითად, გადაუდებელ შემთხვევაში აფთიაქში წამლის შესაძენად, ექიმთან ვიზიტისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხანდაზმულ მშობელთან აუცილებელი ვიზიტისთვის, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და ა.შ,"- ნათქვამია ანგარიშში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით