რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობიდან აცნობეს, თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის შესახებ, გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული ვითარება და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.

„შეხვედრაზე პოლონეთის ელჩმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში პოლონეთის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გამოთქვა სურვილი მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს გაუზიაროს. თავის მხრივ, მარიუშ მაშკევიჩი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით დევნილი საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პირველი მდივანი მარცინ მამონი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ," - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს