ირაკლი კობახიძე - არჩევნებში ხმათა 40% - ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს

არჩევნებში ხმათა 40% - ის მიღების შემთხვევაში, ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს 75 მანდატზე მეტს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, 40%-იანი ჩამკეტი ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩაიდო კანონპროექტში.

„40%-იანი ჩამკეტი ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად, პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ხმების 40%, ამ შემთხვევაში, თეორიულად ამ სისტემით მას შეიძლება, პარლამენტში 75 მანდატზე მეტი ერგოს, თუმცა ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ ხმათა 40%-ით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიღებს პარტია 75 მანდატზე მეტს, რაც არის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ მანდატების 50%-ზე მეტი. ეს რეგულაცია ჩაიდო ოპოზიციის რეკომენდაციის გათვალისწინებით. 120/30-ის პირობებში რეალური აქტუალობა დაკარგული აქვს ამ ჩამკეტს, თუმცა თავისი დატვირთვა შეიძლება, ჰქონდეს, გარკვეული თეორიული ვარიანტის შემთხვევაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება