ადვოკატი ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის 5 ათას ლარამდე გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს

ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა, გრიგოლ აბრალავა სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბრალავას ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა განუცხადა.

როგორც ხარატიშვილმა განმარტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გრიგოლ აბრალავასთვის შეფარდებულ აღკვეთ ღონისძებას პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასამართლოს ბრალდებულის გირაოს - 2000-დან 5000-მდე ლარის სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავენ.

ცნობისთვის, სასამართლომ გრიგოლ აბრალავასა და მის მეგობარს, ნუგზარ თალაკვაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. გრიგოლ აბრალავა მეგობართან ერთად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორებმა დევნის შედეგად ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც აბრალავა მეგობართან ერთად იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებითვე, ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და პოლიციის მუშაკების საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პატრულ-ინსპექტორებს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება