გიორგი ვაშაძე - არ მგონია, რომ  ოპოზიციურ პარტიებს გაგვიჭირდეს თბილისის მაჟორიტარებზე შეთანხმება, შევიკრიბებით და კანდიდატების სახელების დონეზეც შეიძლება ჩამოვყალიბდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია, არ მგონია, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს გაგვიჭირდეს თბილისის მაჟორიტარებზე შეთანხმების მოძიება, უახლოეს დღეებში შევიკრიბებით და სამომავლოდ კანდიდატების სახელების დონეზეც შეიძლება ჩამოვყალიბდეთ, - ასე ეხმაურება ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გიორგი ვაშაძის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი განცხადება ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ,,ვფიქრობ, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმების ნაწილში პრობლემები აღმოფხვრილია, „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი განცხადება შეთანხმებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. რეგიონებთან დაკავშირებით სერიოზული კვლევები გვჭირდება, არის სპეციფიური რაიონები სადაც ჯობია პირიქით, რამდენიმე ოპოზციური კანდიდატი დავაყენოთ. 8 მარტს გადავდგით დიდი ნაბიჯი, შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი როდესაც პოლიტპატიმრები გამოვუშვით და ახლა კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ. არსებობს პრობლემები, ბევრი პოლიტიკური პარტიაა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვთანხმდებით,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 ოლქს თმობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს მხოლოდ სამგორსა და გლდანში წარადგენს.

იხილეთ ვიდეო

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს