პანდემიის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

კოვიდ19-ის პანდემიის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განმარტავს, ამ ინფორმაციით ერთ-ერთი ტელეკომპანია დაინტერესდა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ პერიოდში ის 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა.

„მთავარი არხი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტს მობილურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“, - წერს ზურაბიშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია