"მაკდონალდსი" ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნებში უმასპინძლებს

„მაკდონალდს“ საქართველო ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნების დარბაზებშიც უმასპინძლებს. რესტორნების ქსელი საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა ობიექტს ახალი რეგულაციებით და უსაფრთხოების წესებით ხსნის.

"მაკდონალდსის" სტუმრობისას, მომხმარებელს დარბაზში უნდა ეკეთოს პირბადე, სავალდებულო ხდება დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგი. მომხმარებლებმა ხელები უნდა დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდაც. აგრეთვე, კომპანია სტუმრებს სთხოვს შეკვეთის მიცემის შემდეგ, აიღონ პირამიდა და მზა მენიუს დაელოდონ მაგიდასთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ კვლავ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ჩვენს მონატრებულ მომხმარებლებს. „მაკდონალდს“ საქართველო ზრუნავს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ამიტომ, სტუმრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ და შეასრულონ ის რეგულაციები და მითითებები, რომელიც ჩვენი რესტორნის ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მკაცრი წესები და რეგულაციები უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს რესტორნის თანამშრომლებზეც. გაძლიერებულია ჰიგიენის დაცვის ნორმები, სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ზედაპირების დამუშავება, პირამიდებს დეზინფექცია უტარდებათ ყოველი მოხმარების შემდეგ. ასევე, პროდუქტის მომზადებისას გათვალისწინებულია ყველა ჰიგიენური ნორმა რომელსაც „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.

ახალი რეგულაციების შესაბამისად, რესტორნის თანამშრომლები იყენებენ ხელთათმანებსა და პირბადეებს, რომლებიც სისტემატიურად იცვლება. აგრეთვე, პერსონალისთვის სავალდებულოა ხელების დაბანა გაზრდილი სიხშირით (15 წუთში ერთხელ).

პანდემიის გამო დახურული რესტორნების მიუხედავად, მაკდონალდს საქართველოს მუშაობა არ შეუჩერებია. კომპანია მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს უკონტაქტო, ადგილზე მიტანის სერვისის და მაკდრაივის მეშვეობით.

მაკდონალდსირესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოშიმაკდონალდსისპირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

(R)

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

"მაკდონალდსი" ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნებში უმასპინძლებს

„მაკდონალდს“ საქართველო ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნების დარბაზებშიც უმასპინძლებს. რესტორნების ქსელი საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა ობიექტს ახალი რეგულაციებით და უსაფრთხოების წესებით ხსნის.

"მაკდონალდსის" სტუმრობისას, მომხმარებელს დარბაზში უნდა ეკეთოს პირბადე, სავალდებულო ხდება დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგი. მომხმარებლებმა ხელები უნდა დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდაც. აგრეთვე, კომპანია სტუმრებს სთხოვს შეკვეთის მიცემის შემდეგ, აიღონ პირამიდა და მზა მენიუს დაელოდონ მაგიდასთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ კვლავ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ჩვენს მონატრებულ მომხმარებლებს. „მაკდონალდს“ საქართველო ზრუნავს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ამიტომ, სტუმრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ და შეასრულონ ის რეგულაციები და მითითებები, რომელიც ჩვენი რესტორნის ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა“, - აცხადებენ კომპანიაში.

მკაცრი წესები და რეგულაციები უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს რესტორნის თანამშრომლებზეც. გაძლიერებულია ჰიგიენის დაცვის ნორმები, სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ზედაპირების დამუშავება, პირამიდებს დეზინფექცია უტარდებათ ყოველი მოხმარების შემდეგ. ასევე, პროდუქტის მომზადებისას გათვალისწინებულია ყველა ჰიგიენური ნორმა რომელსაც „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.

ახალი რეგულაციების შესაბამისად, რესტორნის თანამშრომლები იყენებენ ხელთათმანებსა და პირბადეებს, რომლებიც სისტემატიურად იცვლება. აგრეთვე, პერსონალისთვის სავალდებულოა ხელების დაბანა გაზრდილი სიხშირით (15 წუთში ერთხელ).

პანდემიის გამო დახურული რესტორნების მიუხედავად, მაკდონალდს საქართველოს მუშაობა არ შეუჩერებია. კომპანია მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს უკონტაქტო, ადგილზე მიტანის სერვისის და მაკდრაივის მეშვეობით.

მაკდონალდსირესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოშიმაკდონალდსისპირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია