17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად მაზდა ცენტრი თეგეტასგან

COVID-19 როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში ნელ-ნელ მარცხდება და ბიზნეს პროცესებიც ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მაზდა ცენტრი თეგეტას ორი თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში უწევდა მომხმარებლების მომსახურება. 11 მაისიდან ცენტრმა სრულად აღადგინა სამუშაო პროცესი და მომხმარებლებს უპრეცენდენტო შეთავაზებითაც დაუბრუნდა - 17.000 ლარი ფასდაკლება და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად. აქციის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მაზდა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერმა თამარ ხოსროშვილმა მოგვაწოდა.

„რთული პერიოდის შემდეგ მაზდა ცენტრი თეგეტამ გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის მაზდას ავტომობილებზე საუკეთესო ფასი შეეთავაზებინა და ასეც გამოვიდა, ამ მოცულობის, 17.000 ლარამდე ფასდაკლება არასდროს არ გაგვინხორციელებია. ფასდაკლება ვრცელდება მაზდას მთელ რიგ მოდელებზე, დამატებით 500 ლიტრი საწვავი გადაეცემა ყველა მომხმარებელს, ვინც მაზდა ცენტრი თეგეტაში შეიძენს ავტომობილს.

გარდა ამისა მომხმარებელბს შეუძლიათ ისარგებლონ trade in პირობით, რაც გულისხმობს ძველი ავტომობილის ჩაბარებას და ახლი მაზდას გაყვანას. ჩვენთვის მნიშნელოვანია გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებელმა ბოლომდე გაიცნოს ავტომობილი, ამიტომ ყველა მათგანს ვთავაზობთ ტესტ-დრაივს.“

მაზდას ბრენდი 100 წლიან ისტორიას ითვლის, მას ხშირად მოიხსენიბენ, როგორც იაპონურ პრემიუმ კლასის ავტომობილს. მაზდას ბრენდში ერთდროულად გაერთიანებულია დახვეწილი დიზაინი, იაპონური ხასირხი, კომფორტი და ეკონომიურობა.

ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უპირატესობას SkyActive ძრავი წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, რომ ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, იზრუნოს გარემოზე, იყოს თანამედროვე და კომფორტული. SkyActive ძრავი ეკონომიურობას აღწევს საწვავის შემფრქვევი უახლესი სისტემის მეშვეობით. Mazda CX30 მაგალითია, თუ როგორ შეიძლება იყოს მაღალი გამავლობის ავტომობილი ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, მას 100 კმ.-ის დასაფარად მხოლოდ 6.3 ლ. საწვავი სჭირდება.

2019 წელს Mazda 3 „World car award“-მა ქალებისთვის საუკეთესო ავტომობილად დაასეხელა, ხოლო იგივე მოდელი 2020 წელს გამარჯვებული გახდა „წლის მსოფლიო დიზაინის“ კატეგორიაში.

მაზდას ავტომობილებზე დამატებითი ინფორმაცა შეგიძლიათ მიიღოთ მაზდა ცენტრი თეგეტას შოურუმში - თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. #142; 2441122

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო