პაატა იმნაძე - ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი - ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის

ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძის თქმით, ტურიზმთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე მიმდინარეობს მუშაობა.

„ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იხსნება, 1-ელი ივლისიდან გარე ტურიზმი იხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი. ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის“, - განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს, იმნაძის თქმით, 1-ელ ივლისამდე შესაძლოა, რაღაცები შეიცვალოს.

„აქამდე კორონას არ დავხვდით ხომ მემგონი ცუდად? მიმდინარეობს მუშაობა, 1-ელ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცები დალაგდეს, შეიცვალოს, ყველაფერს მოგახსენებთ თავის დროზე“, - განაცხადა იმნაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა