პროკურორი - ცოტნე გამსახურდიას გამოკითხვა ვერ მოხერხდა, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, აუცილებლად დაიკითხება, მის ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

მარიკა გოგოხიას განცხადებით, გამსახურდიას ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას დამამძიემებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს, ორივე მხარემ შესავალი სიტყვები წარმოვთქვით. მომდევნო სხდომიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება და მოწმეების დაკითხვას დავიწყებთ. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში 11 ტომად შევიდა, შესაბამისად, არაერთი მტკიცებულება გვაქვს და გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო ოთხივე პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე ძალიან მძიმეა, ის თურქეთის რესპუბლიკის კლინიკაში იმყოფება, დღემდე გადის მკურნალობას და რებილიტაციის კურსს. გამოძიების ეტაპზე მისი მოწმის და დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვა ვერ მოხერხდა. თუკი, შემდეგში, სასამართლო განხილვის ეტაპე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ის აუცილებლად დაიკითხება და რა თქმა უნდა, მის ჩვენებაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული", -განაცხადა გოგოხიამ.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის განმარტებით, ცოტნე გამსახურდია ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესების შემთხვევაში აუცილებლად დაიკითხება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს