აშშ-ის გენერალური პროკურორი - უდავოა, რომ ბევრი აფრო-ამერიკელი ნდობის ნაკლებობას განიცდის ამერიკული სისხლის სამართლებრივი სისტემის მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, რომ ბევრი აფრო-ამერიკელი ნდობის ნაკლებობას განიცდის ამერიკული სისხლის სამართლებრივი სისტემის მიმართ და ეს უნდა შეიცვალოს.

როგორც გენერალურმა პროკურორმა იუსტიციის დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკელი ერი კანონის უზენაესობის სერიოზულ გამოწვევებს შეეჩეხა.

„როდესაც კანონის უზენაესობა ინგრევა, ამერიკის შესახებ დაპირებაც ინგრევა. ჩვენი ერი ახლა კანონის უზენაესობის სერიოზულ გამოწვევებს შეეჩეხა. ერთი მათგანი დიდი ხნის არის, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოიკვეთა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის სახით მინეაპოლისში. ამ ეპიზოდში პოლიციის ქმედება, როგორც ადრე აღვნიშნე, საზარელია. როდესაც ამას უყურებ და წარმოიდგენ - ამგვარად ექცევიან შენს რომელიმე საყვარელ ადამიანს და სიცოცხლეს ითხოვს, შეუძლებელია, ნორმალური ადამიანი გულის სიღრმემდე არ შეძრწუნდეს. მაშინ, როცა პოლიციელების დიდი უმრავლესობა გაბედულად და სწორად ასრულებს მის საქმეს, ასევე უდავოა, რომ ბევრი აფრო-ამერიკელი ნდობის ნაკლებობას განიცდის ჩვენი ამერიკული სისხლის სამართლებრივი სისტემის მიმართ. ეს უნდა შეიცვალოს. მე მჯერა, რომ პოლიციის ხელმძღვანელები და სამართალდამცველები ისწრაფიან, რომ რასიზმმა არანაირი გავლენა არ იქონიოს კანონის აღსრულებაზე და ყველამ თანასწორი დაცვა მიიღოს კანონის ფარგლებში. მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ თემების ლიდერებთან ვიმუშავებთ, რომ კონსტრუქციული გამოსავალი მოვძებნოთ, ისე, რომ ბატონი ფლოიდის სიკვდილი ამაო არ იყოს. ჩვენ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ცუდიდან კარგი მივიღოთ“, - განაცხადა უილიამ ბარმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ ზოგიერთ დემონსტრაციაში მონაწილეობენ „ექსტრემისტი აგიტატორები, რომლებიც საპროტესტო აქციებს საკუთარი სეპარატისტული და ძალადობრივი გეგმებისთვის იყენებენ“.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ „ანტიფა“ და მისი მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური გავლენების გამტარებლები ჩართულნი არიან ძალადობრივი ქმედებების გაღვივებაში. ასევე ვხედავთ, რომ უცხოური მოთამაშეები ყველა მხრიდან ცდილობენ ძალადობის წახალისებას. იუსტიციის დეპარტამენტი ყველაფერს იღონებს, რომ წესრიგი აღადგინოს დედაქალაქსა და მთელს ქვეყანაში“, - აღნიშნა ბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა