ჯორჯ ფლოიდის სამოქალაქო პანაშვიდს ჰიუსტონის ეკლესიაში ათასობით ადამიანი დაესწრო

ჰიუსტონის ეკლესიაში გამართულ ცერემონიალზე ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდს 6 362 ადამიანი დაესწრო.

მოქალაქეების ნაწილს მაისურებზე ჯორჯ ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში წარმოთქმული სიტყვები :„ვერ ვსუნთქავ“ ეწერა.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების უმეტესობას პირბადეები და ხელთათმანები ეკეთა, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ სოციალური დისტანცირების წესს იცავდა და ეკლესიაში ერთდროულად 15 ადამიანზე მეტი არ შედიოდა.

შეგახსენებთ, 25 მაისს 46 წლის შავკანიანმა მამაკაცმა ჯორჯ ფლოიდმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიციელმა მას დაკავებისას კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში დააჭირა. ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები რასიზმსა და ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანობისა აღდგენასა და პოლიციის რეფორმის გატარებას მოითხოვენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო