ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა

ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი, მე მგონი, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 41.7 პროცენტით კლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საქართველოში საინვესტიციო მდგომარეობა პანდემიამდე გაუარესდა.

“იანვრის ბოლოს შეიქმნა უკვე ჩვენთან ეს საბჭო, რადგან მოლოდინი არსებობდა, თუ გგონიათ მოლოდინი არსებობდა მხოლოდ საქართველოში და სხვაგან არ იცოდნენ რა ხდება, ძალიან ცდებით. ზოგადად ის, რომ პირველი კვარტალი ინვესტიციების, ეკონომიკური აქტივობის კუთხით იქნებოდა დაბალი მე მგონი ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. ის, რომ აპრილში უკვე ეკონომიკის 16%-იანი შემცირებაა, გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ერთ თვეში მოხდა და ამას წინ არაფერი არ უძღვოდა? შესაბამისად, ის რომ მთავრობა რაღაცას ვერ ახერხებს და საინვესტიციო მდგომარეობა საქართველოში პანდემიამდე გაუარესდა და პანდემიისგან დამოუკიდებლად რამე გაუფუჭდა, არაა ეს მართალი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა,“-აცხადებს მაჭავარიანი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს