გიორგი ვაშაძე ხელისუფლებისგან ითხოვს, ჩამოიწეროს 6 თვის მანძილზე გადავადებული ყველა სესხის პროცენტი და ექვსი თვის შემდეგ ყველა საპროცენტი განაკვეთი მინიმუმ განახევრდეს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას სთავაზობს ჩამოიწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული ყველა სესხის პროცენტი და ექვსი თვის შემდეგ ყველა საპროცენტი განაკვეთი მინიმუმ განახევრდეს.

ვაშაძის განცხადებით, „საქართველოში ჩამოყალიბებულია საბანკო მონოპოლია, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ“.

„პირადად გახარიას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს - ცრუ საქმით კი ნუ ხართ დაკავებული, თქვენს ბიზნესებს კი ნუ ასუბსიდირებთ, არამედ მართლა ხალხის პრობლემა რაც არის, მაგაზე იზრუნეთ.

3 მილიარდ 420 მილიონი ლარია 2016-2019 წლებში ქართული ბანკების მოგება. 3-ჯერ მეტია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში. დაახლოებით 2,5-3-ჯერ მეტია მოგება ქართული ბანკების, ვიდრე ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებში. იმისათვის, რომ არ გაკოტრდეს საქართველოს თითოეული მოქალაქე და ქართული ბიზნესი, იმისათვის, რომ არ განულდეს ქართული ეკონომიკა, ჩვენ გთავაზობთ ორ კონკრეტულ ინიციატივას. უნდა ჩამოიწეროს ექვსი თვის მანძილზე გადავადებული ყველა სესხის პროცენტი და მეორე, ექვსი თვის შემდეგ ყველა საპროცენტი განაკვეთი მინიმუმ უნდა განახევრდეს. ამის რესურსი არის. როცა ქვეყანა ღარიბდება და როცა თითოეული ჩვენგანი ვკარგავთ ფულს, 3 მილიარდ 420 მილიონი ლარი არ უნდა მოიგოს ბანკებმა. ამ მონოპოლიურმა სისტემამ მთლიანად ჩამოანგრია ყველაფერი. ეროვნულმა ბანკმა უნდა გაატაროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკა. უნდა შემცირდეს რეფინანსირების განაკვეთი და უნდა შემცირდეს სარეზერვო განაკვეთი, რომ ქართულ ბიზნესს ფინანსებზე წვდომა ჰქონდეს. ეს არის ერთადერთო გზა, გადავარჩინოთ ქართული ბიზნესი და საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს