კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მატულობს

გლობალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის შემთხვევები ყველაზე სწრაფად ლათინური ამერიკის ქვეყნებში მატულობს. მექსიკაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3000-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 000-ს გადააჭარბა. დაღუპულთა რიცხვი კი 354-ით გაიზარდა და 14 053-ს მიაღწია, - შესაბამის მონაცემებს მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 181 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 199 696-ს მიაღწია. ფატალური შემთხვევები კი 106-ით გაიზარდა და 5 571 გახდა.

რაც შეეხება ბრაზილიას, ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსის 15 654 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 412-მდე გაიზარდა, გარდა ამისა, კოვიდ 19-ს 679 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ფატალური შემთხვევების რიცხვი 37 134-მდე გაიზარდა.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მსოფლიოში ორი დღის წინ კორონავირუსის შემთხვევების მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მათი უმეტესობა მსოფლიოს 10 ქვეყანაზე მოდის. „ერთ დღეში კორონავირუსის 136 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ეს პანდემიის გავრცელების დროიდან დღემდე ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. შემთხვევების თითქმის 75 პროცენტი ამერიკისა და სამხრეთ აზიის 10 ქვეყანაზე მოდის,“- განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა