დავით ბაქრაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეამციროს გადასახადები

გვესმის ყველას, რომ პანდემიამ შექმნა პრობლემა, მაგრამ თუ ხელისუფლების პოზიცია მუდმივად იქნება, ის რომ ეს მხოლოდ გარეფაქტორების შედეგია და არაფერს არ გააკეთებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ახალი სტიმულების შესაქმნელად, რა თქმა უნდა ინვესტიციები კიდევ უფრო მოიკლებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, პირველ რიგში გადასახადები შეამცირონ, რადგან ეს გააუმჯობესებს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა,ყველას გვესმის ობიექტური მოცემულობა, რომ კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები შექმნა მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობისთვის, მაგრამ საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე დამატებით მოქმედებს შიდა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმება და როგორიც არის, ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია “ფრონტერასთან“ მიმდინარე დავა. ამიტომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს მხოლოდ საგარეო ფაქტორებით თავის გამართლებას, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს და უნდა იფიქროს რა ნაბიჯები გადადგას საინვესტიციო მიმზიდველობის გასაზრდელად. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებდი ხელისუფლებას, შეამციროს გადასახადები, იმიტომ, რომ შემცირებული გადასახადები ნიშნავს არა მხოლოდ შეღავათს ქვეყნის მოსახლეობისთვის და სტიმულს ეკონომიკისთვის, შემცირებული გადასახადები ასევე ნიშნავს დამატებით მოტივაციას, რომ პანდემიის პირობებში ინვესტორებს გაუჩნდეთ ინტერესი საქართველოს მიმართ, რათა ჩადონ თანხა. ამიტომ გვესმის ყველას, რომ პანდემიამ შექმნა პრობლემა, მაგრამ თუ ხელისუფლების პოზიცია მუდმივად იქნება, ის რომ ეს მხოლოდ გარეფაქტორების შედეგია და არაფერს არ გააკეთებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ახალი სტიმულების შესაქმნელად, რა თქმა უნდა, ინვესტიციები კიდევ უფრო მოიკლებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა