რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ლიბიის საკითხზე „შეთანხმებას მიაღწია“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ლიბიის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია.

„ჩვენი დღევანდელი ზარის შემდეგ აშშ-სა და თურქეთს შორის ლიბიის პროცესთან დაკავშირებით, შესაძლოა, ახალი ეპოქა დაიწყოს. გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ,“- განაცხადა ერდოღანმა, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

ცნობისათვის, ლიბიაში კონფლიქტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დედაქალაქ ტრიპოლში მყოფ ეროვნული თანხმობის მთავრობას ფაიზ ალ-სარაჯის მეთაურობით გაერო აღიარებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს კი ლიბიის წარმომადგენელთა პალატა აკონტროლებს, რომელსაც მხარს უჭერს ლიბიის ეროვნული არმია გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. თურქეთი მხარს ეროვნული თანხმობის მთავრობას უჭერს, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდამჭერია აშშ-ც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო