პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მწვავე მსჯელობა მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მწვავე მსჯელობა მიმდინარეობს. დამოუკიდებელი დეპუტატები ფრაქციების შექმნასთან და პოლიტიკურ დებატებში დროის განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს აკრიტიკებენ.

მათ შენიშვნები აქვთ, ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთან, დეპუტატები აკრიტიკებენ ცვლილებების იმ ნაწილსაც, სადაც უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის სიტყვით გამოსვლის დროზეა საუბარი.

„რეგლამენტის ეს პროექტი არ არის დემოკრატიული იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ ლოგიკით საუბარი, განსაკუთრებით არ შეიძლება საუბარი, რომ ფრაქცია უფრო პრივილეგირებული უნდა იყოს, ვიდრე დამოუკიდებელი დეპუტატი და ამიტომ ნაკლებად უნდა ისმოდეს მისი ხმა. ფრაქციას ისედაც ბევრი პრივილეგია აქვს და იმ ერთი დეპუტატის ხმა, რომელიც მათ შორის შეიძლება იყოს მაჟორიტარი დეპუტატი და წარმოადგენდეს რამდენიმე ასეულ ათას ამომრჩეველს, მას არ შეიძლება უთხრა, რომ 5 წუთის ნაცვლად 3 წუთი ილაპარაკე, ან დღეს რომ უფლება გაქვს, ხვალ არ გექნება და ა. შ. არ შეიძლება პარლამენტში ასე საუბარი იმიტომ, რომ პარლამენტი არის წარმომადგენლობითი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება. იცვლება პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესიც, რომლის მიხედვითაც ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს მიეცემათ 3-3 წუთი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს