ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში, დედის გვერდით დაკრძალეს. ჰიუსტონის ერთ-ერთ ეკლესიაში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის გარდაცვლილის მეგობრები, ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და აქტივისტები.

46 წლის ფერადკანაინი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციის ოფიცერმა დაკავებისას მის მიმართ ძალადობა განახორციელა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადები, სადაც ჩანს, რომ ფლოიდი მიწაზე წევს და პოლიციელს მის კისერზე მუხლი აქვს მიბჯენილი. ჩანაწერში ისმის ფლოიდის ხმა, რომ ის ვერ სუნთქავს. მოგვიანებით, ფლოიდმა გონება დაკარგა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მინეაპოლისის პოლიციის ოთხი ოფიცერი დააკავეს და ერთ-ერთ მათგანს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, დანარჩენ სამს კი - მეორე ხარისხის მკვლელობის ხელშეწყობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე დაკავებულს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჯორჯ ფლოიდის დაღუპვას აშშ-სა და მსოფლიოს სხვა რამდენიმე ქვეყანაში ანტირასისტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეები რასიზმსა და პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ და სამართლიანიბის აღდგენას მოითხოვენ.

იხილეთ ვიდეო:ჯორჯ ფლოიდი მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა