"ელემენტ კონსტრაქშენის"  დაბადების დღე სოციალურ საწარმოში

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 13 წლის გახდა. დაბადების დღე სამშენებლო კომპანიამ წნორში არსებულ სოციალურ საწარმოში, საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. იუბილარმა კომპანიამ 15 ქიზიყელი წარმატებული მოსწავლე პლანშეტური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ სოციალურ საწარმოში ,,ცოდნის კაფე“ არსებული განათლების ფონდის მთავარი მხარდამჭერი გახდა. ,,კომპანიამ საკუთარი დაბადების დღე აჩუქა ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნიკური რესურსის არქონის გამო, ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლაში. ეს იყო პრეცედენტი - როგორ შეიძლება აქციო იუბილე საზოგადოებისთვის სიკეთის მომტან ღონისძიებად“, - განაცხადა სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა, რომელმაც ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.

საქველმოქმედო აქცია ,,ცოდნის კაფეს“ ეზოში გაიმართა და არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს სამ ნაწილად უმასპინძლა.

იუბილარი კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურია როგორც ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო