პრემიერის განცხადებით, ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთაშორისო ტურისტების მისაღებად საქართველო მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მართავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად აღნიშნა, გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.

„ჩვენ ასჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა არის არაპროგნოზირებადობა. ჩვენ ფაქტობრივად სამუშაო დონეზე ყველაფერი გვაქვს მზად. საქართველო ყველაფრისთვის არის მზად, იმისთვის, რომ მიიღოს ტურისტები, ოღონდ რა თქმა უნდა, მწვანე რეგიონებიდან, როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ ვართ „კოვიდისგან“ სუფთა ქვეყანა, იმიტომ რომ ვისწავლეთ და ვმართავთ ინფექციის განვითარებას, ვისწავლეთ მისი მკურნალობა, მისი გავრცელების რისკების შეფასება და აქ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები გვაქვს. იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს მიღწევები და პირველ რიგში, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უკიდურესად გონივრული და ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. კარგი მაგალითია ის გზა, რაც გავიარეთ ისრაელთან. ყველაფერი მზადაა ხელმოსაწერად, თუმცა ის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რაც გართულდა ისრაელთან, რა თქმა უნდა, დავსხედით და ვთქვით რომ ეს უნდა გადავდოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი