სოსო არჩვაძე - ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი იმ მკაცრი რეალობის ადეკვატურია, რაშიც ქვეყანა და არა მარტო ჩვენი, ბოლო თვეების განმავლობაში აღმოჩნდა

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე, იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, პანდემიის პირობებში ეკონომიკის ამოქმედების მთავრობისეულ გეგმების მიმდინარეობის თავისებურებეზე, ლარის კურსის გამყარების მიზეზებსა და პერსპექტივებზე, „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის დოქტორს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, პარლამენტში შევიდა 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. უკვე ვიცით, რომ 4.5 ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ბიუჯეტი მინუს 4 პროცენტიან ეკონომიკურ ვარდნაზეა დაგეგმილი. დეფიციტი გაზრდილია და 8.5 %-ის ფარგლებში.

ცვლილებების თანახმად სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებმა შეადგინა 610 მილიონი ლარი, პლუს 170 მილიონი ლარი კომუნალური ხარჯების ნაწილში. უშუალოდ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებია 125 მილიონი ლარი, ფონდის თანხა 113 მილიონი ლარია, ასევე მაღალმთიანების ნაწილი, რაც საზღვრისპირა სოფლები დაემატა, 6 მილიონ ლარამდე იქნება საჭირო.

საქონელისა და მომსახურების ნაწილს 44 მილიონი ლარი მოხმარდა საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურება. ხოლო ჯანდაცვის ხარჯები, რაც დაკავშირებულია როგორც ტესტების, ასევე მკურნალობისთვის საჭირო მასალების, პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვასთან და ა.შ. აქ გათვალისწინებული 151 მილიონი ლარი. ცვლილებების პროექტში ასევე გათვალისწინებულია პანდემიის მეორე ტალღისთვის თანხები, რისთვისაც ბიუჯეტში სრული მზადყოფნაა.

შესაძლოა, ჩემი ჩამონათვალი მთლად სრულყოფილი არაა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით, 2020 წლის ბიუჯეტში ცვილებების პროექტის ძირითად პარამეტრებს და სავარაუდოდ, რამდენად ასახავს ის იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ჩამოყალიბდა?

- დავესესხები სამშენებლო ტერმინოლოგიას და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს რენოვაცია ჩაუტარდა და სრულად შეიცვალა მისი მზიდი კონსტრუქციები - ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების მოცულობა და სტრუქტურა ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის თანაფარდობები მთლიან შიგა პროდუქტთან და მრავალი სხვა.

ფაქტიურად, ეს თვისობრივად ახალი ბიუჯეტია და წინანდელ, 2019 წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ფაქტობრივად მხოლოდ სახელწოდება აკავშირებს. კორონავირუსის პანდემიამ „საბიუჯეტო მაკრატლის“ წინაშე დააყენა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც. ეკონომიკის დაპაუზების, ერთობლივი მიწოდებისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო ბიუჯეტმა ვერ მიიღო გეგმური შემოსავლები.

ფაქტიურად, ეს თვისობრივად ახალი ბიუჯეტია და წინანდელ, 2019 წლის ბოლოს დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ფაქტობრივად მხოლოდ სახელწოდება აკავშირებს. კორონავირუსის პანდემიამ „საბიუჯეტო მაკრატლის“ წინაშე დააყენა ხელისუფლებაც და საზოგადოებაც. ეკონომიკის დაპაუზების, ერთობლივი მიწოდებისა და მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო ბიუჯეტმა ვერ მიიღო გეგმური შემოსავლები

მეორე მხრივ, მკვეთრად გაიზარდა ჯანდაცვის ორგანიზების, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და იზოლაციაზე გაღებული სახელმწიფო ხარჯების მოცულობა.

მე ვერ შევალ ჯანდაცვის მინისტრის ან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის კომპეტენციის ველში და ჩემს თავზე ვერ ავიღებ იმ რიცხვების გასაჯაროებას, თუ რა ჯდება კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტის მკურნალობა. მერწმუნეთ, ეს საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

აღნიშნული ხარჯები ქვეყნების მიხედვით საგრძნობლად განსხვავდება და დამოკიდებულია იმ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებისა და საერთოდ, ცხოვრების ღირებულების ინდექსზე, მკურნალობის სპეციფიკასა და ხანგრძლივობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მედიცინის ორგანიზების განსხვავებული სისტემის, მკურნალობის პროცედურების ე.წ. “პროტოკოლის” განსხვავებული ფორმატის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის ანაზღაურების განსხვავებული დონეების გამო ქვეყნების მიხედვით კოვიდ-19-ით ინფიცირებული ერთი პაციენტის მკურნალობა ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავებულია. ჩინეთში, ის დაახლოებით 1100 დოლარი ჯდება, რუსეთში - 3000 დოლარზე მეტი, აშშ-ში – 35 ათასი დოლარი.

საქართველოში, იმის გამო რომ ლეტალური შემთხვევების რაოდენობა მინიმუმია, ხოლო გამოჯანმრთელების პროცედურა დროში, როგორც წესი, სამ კვირას აღემატება, თავად განსაჯეთ, სად მდებარეობს უშუალოდ ერთი პაციენტის მკურნალობის ღირებულების „წონასწორობის წერტილი“, კარანტინსა და იზოლაციაზე ხარჯების გარეშე.

ასე რომ, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი იმ მკაცრი რეალობის ადეკვატურია, რაშიც ჩვენი ქვეყანა და არა მარტო ის, ბოლო თვეების განმავლობაში აღმოჩნდა.

- ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის პროექტში ასახულია ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 600 მილიონით შემცირება, ასევე მიმდინარე ხარჯების შემცირება 301 მილიონი ლარით.

მთავრობამ თავისი სახელფასო ფონდი 57 მლნ ლარით შეამცირა და ცალკეული სამინისტროების დაფინანსების შემცირების გეგმაც წარმოადგინა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 251 მლნ ლარით მცირდება, განათლების სამინისტრო - 177.7 მლნ ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ტრანსფერი - 26 მლნ ლარით, ფინანსთა სამინისტრო - 12 მლნ ლარით მცირდება. დაფინანსება ასევე შეუმცირდებათ სხვა უწყებებს.

გვახსოვს, ოპოზიცია მთავრობას მუდმივად ახსენებდა საბიუჯეტო სახსრების შემცირების აუცილებლობას. თქვენი აზრით, რამდენად საკმარისად შეძლო მთავრობამ „ქამრების შემოჭერა“?

- ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. „ქამრების შემოჭერაში“ უნდა ვიგულისხმოთ ხარჯების რაციონალიზაცია და არა ხარჯების ზოგადად შემცირება. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ დაგვანახა, რომ სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ საქართველოზე, თუმცა იგივეს თქმა შეიძლება გლობალური მასშტაბითაც ასეთ პირობებში კი არ უნდა შეამციროს, არამედ უნდა გაზარდოს სოციალური და პროგრამული ხარჯები და რამდენადაც შესაძლებელია, შეამციროს ბიუროკრატული ხარჯები.

მთავრობის სახელფასო ფონდის დაახლოებით 60 მილიონით შემცირებას, ეს თანხა კი საქართველოს პარლამენტის შენახვისა და ფუნქციონირებისათვის სახელმწიფო ასიგნებების წლიურ მოცულობაზე მეტია და სახელმწიფო შესყიდვების შემცირებას მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანობის შემცირება არ უნდა მოყვეს.

ხელსუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები გეგმურთან შედარებით თითქმის 2 მილიარდი ლარით შეუმცირდა, პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტით, ხარჯები გაზარდა 10.3 პროცენტით - თითქმის 1.5 მილიარდი ლარით - 14430 მლნ. ლარიდან 15923 მლნ. ლარამდე.

ხელსუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები გეგმურთან შედარებით თითქმის 2 მილიარდი ლარით შეუმცირდა, პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტით, ხარჯები გაზარდა 10.3 პროცენტით - თითქმის 1.5 მილიარდი ლარით - 14430 მლნ. ლარიდან 15923 მლნ. ლარამდე

ყველამ დავინახეთ, რომ კორონაკრიზისით ეგზისტენციური გამოწვევების პირობებში არსებითად გაიზარდა სახელმწიფოთა როლი და მნიშვნელობა და ფაქტობრივად ჩვენ ეხლა ვხდვთ მათ „რენესანსს“.

კრიზისმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ისიც, რომ სახელმწიფო „ბოლო იმედის კრედიტორია“, რადგანაც მხოლოდ მას შესწევს უნარი, წინ აღუდგეს კრიზისს ყველანაირი - სამედიცინო, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური - ასპექტით, ხელი შეუშალოს ეკონომიკის უკონტროლო და მასშტაბურ ვარდნას, რეცესიის დეპრესიაში გადაზრდას.

იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირების პირობებში გაიზრდება უმუშევრობა და შესაბამისად, მოთხოვნა სოციალურ უზრუნველყოფაზე, ფაქტობრივად, „აწ და მარადის“, ქვეყნების მთავრობებს მოუწევთ მეტი სახსრების გაღება სახელმწიფოთა შინაგან სტაბილიზატორებზე - მედიცინაზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე.

ამიტომ, მოწოდება - შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები შინაარსობრივად არასწორია. კრიზისის წარმატებით გამკლავების შესაძლებლობა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ძლიერი და ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყნებს, მათ შორის მაღალპროფესიონალურ, იდეურად და მატერიალურად მოტივირებულ ბიუროკრატულ აპარატს გააჩნია.

მოწოდება - შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები შინაარსობრივად არასწორია. კრიზისის წარმატებით გამკლავების შესაძლებლობა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ ძლიერი და ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყნებს, მათ შორის მაღალპროფესიონალურ, იდეურად და მატერიალურად მოტივირებულ ბიუროკრატულ აპარატს გააჩნია

ამის გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების გამოყენებისადმი საზოგადოებრივი დამოკიდებულების სლოგანი უნდა იყოს - საბიუჯეტო ხარჯების პერმანენტული ზრდა მათი რაციონალიზაციისა და გამჭვირვალობის ამაღლების პირობებში. ცნობისათვის გეტყვით, რომ ევროკავშირში საბიუჯეტო შემოსავლების თანაფარდობა მშპ-სთან თითქმის 46 პროცენტია, მათ შორის საფრანგეთში - 53.5%, საქართველოში - კი 21 პუნქტით ნაკლები.

ევროკავშირში საბიუჯეტო შემოსავლების თანაფარდობა მშპ-სთან თითქმის 46 პროცენტია, მათ შორის საფრანგეთში - 53.5%, საქართველოში - კი 21 პუნქტით ნაკლები

- ამავე ცვლილებებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მთავრობამ 2020 წელს საგარეო ვალი 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალი 1.8 მილიარდი ლარით გაზარდა. ისიც ვიცით, რომ ახლა საგარეო ვალი 19 მილიონ ლარს შეადგენს.

მთავრობის ოპონენტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საგარეო ვალი 2012 წლიდან იზრდება და შესაძლოა სახიფათო ზღვარსაც კი მიაღწიოს.

იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ მიმდინარე წელს კიდევ დაახლოებით 7 მილიარდ 200 მილიონი ლარის ვალის აღებას,

რამდენად საფუძვლიანია ამ ნაწილში მთავრობის მიმართ ოპონენტების პრეტენზიები?

- მთავარი სახელმწიფო ვალის სიდიდე კი არა, მისი რაციონალური გამოყენებაა. ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებს მოსახლეობის ერთ სულზე ჩვენზე მეტი ვალები აქვთ აღებული - თანაც ისინი გვისწრებენ ამ ვალის სიდიდით გაცილებით მეტად, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით.

მაგალითად, ეკონომიკური განვითარების დონით აშშ საქართველოს უსწრებს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე მყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით - დაახლოებით 5.1-ჯერ, ვალების სიდიდით კი – 31.1-ჯერ, იაპონია, შესაბამისად, 3.5-ჯერ და 45.7-ჯერ, საბერძნეთი – 2.4-ჯერ და 25.3-ჯერ.

არის კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა ვაკონტროლოთ ვალის მასშტაბები. ვიცით, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 60 პროცენტს. ამჟამად 55 პროცენტია. ასე რომ, სარკაზმი რომ მოვიშველიო, არანაკლებ 2 მილიარდი ლარის სესხის აღების „სტრატეგიული რეზერვი“ სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს.

ვიცით, რომ ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ის 60 პროცენტს. ამჟამად 55 პროცენტია. ასე რომ, სარკაზმი რომ მოვიშველიო, არანაკლებ 2 მილიარდი ლარის სესხის აღების „სტრატეგიული რეზერვი“ სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს

მაპატიეთ, მაგრამ კიდევ ერთ ინფორმაციას გაგიზიარებთ, ყოველგვარი პარალელების გავლებისა და ქვეტექსტების გარეშე - აშშ-ის სახელმწიფო ვალი ბოლო ერთი წლის მანძილზე ყოველ საათში იზრდებოდა საშუალოდ 135 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო იმ მოცულობის ვალის დასაგროვებლად, რომელიც თქვენ საქართველოსთან მიმართებით ზემოთ ახსენეთ, აშშ-ს დაახლოებით 20 საათი „ყოფნის“.

მთავრობის ოპონენტებს კი შევახსენებ, რომ 2021 წელს დგება 2008 წლის გაზაფხულზე აღებული სესხის გასტუმრების პერიოდი, რომლის თავდაპირველი დანიშნულება „მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა“ იყო, თუმცა ეტყობა 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩამოწერა... ვალი კი არა, გაზსაცავის მშენებლობის იდეა.

აუშენებელი მიწისქვეშა გაზსაცავისათვის აღებულ 500-მილიონიან კრედიტში 2021 წლისთვის ჯამში, თავის პროცენტიანად, 900 მლნ აშშ დოლარია გადასახდელი.

ამ ხელისუფლებას რა თქმა უნდა, აქვს შეცდომები, უშეცდომო ნამდვილად არავინაა, მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ თავისი მოქალაქეების მიმართ არაადამიანური მოპყრობისათვის სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი ვერდიქტით კომპენსაციების გადახდა და მათ მიერ ფაქტობრივად „ფანტომური დანიშნულებით“ აღებულ 500-მილიონიან კრედიტში 900 მილიონის გადახდა რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას უწევს, ეს ოპოზიციაში გადაბარგებულ „ნაციონალებში“ და მათ ადეპტებში, სულ ცოტა, უხერხულობის გრძნობას მაინც უნდა იწვევდეს.

ფაქტობრივად „ფანტომური დანიშნულებით“ აღებულ 500-მილიონიან კრედიტში 900 მილიონის გადახდა რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას უწევს, ეს ოპოზიციაში გადაბარგებულ „ნაციონალებში“ და მათ ადეპტებში, სულ ცოტა, უხერხულობის გრძნობას მაინც უნდა იწვევდეს

- სოციალური პაკეტისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით ოპოზიცია მთავრობას მუდმივად იმას საყვედურობს ამ თანხების დაგვიანებით, არა ყველასათვის და სამართლიანად გადაწილებას.

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი საარჩევნო წელია, განაცხადა, რომ ამ არჩევნების შედეგები ბევრად იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება საზოგადოების იმაში დარწმუნებას, რომ მან პანდემიით მიენებული ზარალისთვის გამოყოფილი თანხები ეკონომიკის გაჩერების გამო რამდენად სამართლიანად გადაუნაწილა იმავე საზოგადოებას.

მისივე თქმით, აქ მთავარი იქნება სწორედ სახსრების სამართლიანად განაწილება და არა „ბევრი ფინანსური სახსრების“ დახარჯვა. თქვენი დაკვირვებით, რამდენად სამართლიანად ახრეხებს ხელისუფლება პანდემიით მიყენებული ზარალის საზოგადოებისთვის სამართლიანად გადანაწილებას?

- სამართლიანობის კრიტერიუმი საკმაოდ ცვალებადი, არამყარი და მყიფეა. საზოგადოებაში, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებულია არა მარტო პოლიტიკური შეხედულებების, სიმპათიების მიხედვით, არამედ ეკონომიკური მდგომარეობით და შესაძლებლობებით, ძნელია ერთი საერთო „არსენას არშინი“ ყველასათვის მისაღები და მოსაწონი იყოს.

ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ მომენტში მისი აზრით, ყველაზე ოპტიმალური და მისაღებია. ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე ყველას შეიძლება გაგვაჩნდეს ჩვენი მოსაზრება განაწილების ყველაზე ოპტიმალურ და სამართლიან ვარიანტზე.

ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ მომენტში მისი აზრით, ყველაზე ოპტიმალური და მისაღებია. ეს უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, თუმცა ინდივიდუალურ დონეზე ყველას შეიძლება გაგვაჩნდეს ჩვენი მოსაზრება განაწილების ყველაზე ოპტიმალურ და სამართლიან ვარიანტზე

აქ კიდევ ერთ საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორც მოგეხსენება, ყოველი დაავადებულის მკურნალობა და სრულ გამოჯანმრთელებამდე მიყვანა საკმაოდ ძვირი ჯდება.

საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით. მაგალითად, მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე, კორონავირუსით ინფიცირებულთა და აღნიშნული მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობა სომხეთთან შედარებით საქართველოში დაახლოებით 17-ჯერ დაბალია. მადლობა ამისათვის ჩვენს პროფესიონალ და თავდადებულ მედიკოსებს და ხელისუფლებას.

მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. სწორედ მათმა სწორმა ქცევამ, თვითიზოლაციამ, ჰიგიენის დაცვამ შესაძლებელი გახადა მომხდარიყო დაავადებულთა მკურნალობაზე წინასწარ, ჰიპოთეტურად გათვლილ სახსრებთან შედარებით სახელმწიფო რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია და საკმარისი პოტენციალის შექმნა პოსტპანდემიური პერიოდში ეკონომიკური განვითარებისათვის.

ამის გათვალისწინებით მადლობას მედიკოსებთან და ხელისუფლებსთან ერთად თავად ქართული საზოგადოებაც იმსახურებს. ამიტომ შეიძლებოდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ მადლობის მონეტიზაცია თანაბარ დონეზე.

ვფიქრობ, ის სახსრები, რომლებითაც აპელირებს ხელისუფლება სოციალურ კომპენსირებაზე, შეიძლებოდა კომუნალური ხარჯების უდავოდ სწორი და დროული ხარჯების გამოკლების შემთხვევაშიც კი.

სიტყვამ მოატანა და ვთვლი, რომ წარმატებული და მასშტაბური იყო ის დამცავი ფარი ჩვენი მოქალაქეებისათვის კომუნალური გადასახადების - ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების - დაფარვის სახით, საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად განაწილებულიყო: ერთ სულზე - საშუალოდ 250 ლარის, რაც საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე დაახლოებით 1000 ლარის ეკვივალენტურია.

ვთვლი, რომ წარმატებული და მასშტაბური იყო ის დამცავი ფარი ჩვენი მოქალაქეებისათვის კომუნალური გადასახადების - ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების - დაფარვის სახით, საქართველოს ყველა მოქალაქეზე თანაბრად განაწილებულიყო: ერთ სულზე - საშუალოდ 250 ლარის, რაც საშუალოდ ერთ შინამეურნეობაზე დაახლოებით 1000 ლარის ეკვივალენტურია

იმ პირებისა და ოჯახებისადმი კი, რომლებიც მაღალი შემოსავლების ან სხვა გარემოებათა გამო უარს იტყოდნენ თანხის აღებაზე, გამოყენებული ყოფილიყო მორალური წახალისების სხვადახვა ფორმა.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იქნებოდა ადმინისტრაციული ხარჯები, გაიზრდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა, პატივისცემა, საზოგადოების წევრთა სოლიდარობის გრძნობა და კონსოლიდაცია. განაწილების ფაქტობრივი ფორმა, დიფერენცირება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა თუ სტატუსის მიხედვით, მისი ამგვარი გართულებული „კლასტერიზაცია“ კი გარკვეულწილად რისკების მინიმიზაციისკენ იყო მიმართული და შესაბამისად, ნაკლებადეფექტიანი. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის ლატენტურ უკმაყოფილებაზე ამგვარი „მონეტარული სეგრეგაციის“ მიმართ.

თუმცა, ეს ყოველივე მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ყველანი, მთელი მსოფლიო, ხელისუფლებები, ხალხები მოულოდნელად აღმოჩნდნენ უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე. კორონავირუსის პანდემია ისეთივე მულოდნელი ეფექტის მატარებელი აღმოჩნდა, როგორც მეცამეტე საუკუნეში მონღოლების გამოჩენა ევროპაში.

კორონავირუსის პანდემია ისეთივე მულოდნელი ეფექტის მატარებელი აღმოჩნდა, როგორც მეცამეტე საუკუნეში მონღოლების გამოჩენა ევროპაში

- მთავრობა აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბევრი რამ კეთდება.

თქვენთან ეკონომიკურ საკითხებზე რამოდენიმე ხნის წინ საუბარში თქვენ გამოთქვით ვარაუდი, რომ მალე ჯამში, ფაქტობრივად, დასაქმების განახლება შეეძლება დაახლოებით 135 ათას კაცს, რაც ეროვნულ მეურნეობაში კრიზისამდე დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 13 პროცენტია აგრარული სექტორის გარეშე. მეტიც, ბრძანეთ, რომ სამსახურს 350 ათასზე გაცილებით ნაკლები ადამიანი დაკარგავდა სამსახურს.

თქვენი დაკვირვებით, იმ ღონისძიებებიდან, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, რომელ მათგანზე შეიძლება იმის თქმა, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები წარმატებულად მუშაობს?

- ჯერ დუღილის პროცესი არ დამთავრებულა, ამიტომ საბოლოო მაჩვენებლებზე გასვლა რამდენადმე ნაადრევია, თუმცა კრიზისის ძირს ფეხი უკვე დავკარით და ეხლა ნელნელა ზევით მივიწევთ. ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი აპრილისაზე (- 16.6%), დარწმუნებული ვარ, ნაკლები იქნება და მომდევნო თვეებში ჩვენ ყველანი პოზიტიური ტრენდის მხილველნი ვიქნებით.

ამის გარდა, იმ დაქირავებით დასაქმებულთა თუ თვითდასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ სახელმწიფოსაგან შემწეობის მიღებისათვის სამუშაოს დაკარგვის ფაქტს, აშკარად იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ფიქსირდებოდა ანტიკრიზისულ გეგმაში.

მთლიანობაში, ვფიქრობ, წლის ბოლოსათვის უმუშევრობის დონე მოქმედი მეთოდოლოგიით, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური აპირებს წლის მეორე ნახევრიდან უმუშევრობის აღრიცხვის ახალ მეთოდიკაზე გადასვლას, მაქსიმალურად ახლოს იქნება ამ მაჩვენებლის კრიზისამდელ დონესთან - შეიძლება მას მხოლოდ რამდენიმე პუნქტით გადააჭარბოს.

მოსაწონი და დროული იყო კომუნალური ხარჯების დაფარვა საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისათვის. სიტყვამ მოატანა და ამ დროს ბევრმა მოქალაქემ გამოამჟღავნა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და უარი თქვა ასეთი დახმარების მიღებაზე და ამით სახელმწიფოს შეეხიდა კრიზისის წინასაღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში.

პოზიტიურად უნდა შეფასდეს პენსიონერთა პენსიების ზრდის ახალი მოდელი, რომელიც შინაარსობრივად რევოლუციურია - მათი პენსიის სიდიდის ზრდა არა მარტო „მიება“ ინფლაციის მაჩვენებელს, რათა მათი მყიდველობითი უნარიანობა არ შემცირდეს, არამედ 70 წელს გადაცილებულთა პენსიები დამატებით გაიზრდება ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის ოდენობით.

ასე რომ, ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები მთლიანობაში დროული და პროგრესულია. საბოლოო შედეგებზე კი მოგვიანებით ვისაუბროთ, როდესაც ზაფხულის სეზონს გადავაგორებთ და საწარმოო ძალთა განლაგების, ეფექტიანობისა და პოტენციალის შესახებ წარმოდგენას ყველა აზიმუტის მიხედვით მივიღებთ.

ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები მთლიანობაში დროული და პროგრესულია

- ვხედავთ, რომ ლარი მყარდება, თან საკმაოდ სწრაფად, რაც შეუძლებელია არ გვახარებდეს. მაგრამ, ფაქტია, რომ ეკონომიკური რეცესიის პირობებში ლარის გამყარებას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვები გაეჩინა. ზოგი რას ამბობს და ზოგიც რას.

საინტერესოა, მაშ შემდეგ რა ვითარება იქნება რაც 8 ივნისს მუშაობას განაახლებენ სავალუტო ჯიხურები. ამ თემაზე პარლამენტში მისულმა ერივნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვემეტაძემ ბევრი კომენტარი კი გააკეთა, მაგრამ ეჭვი მაქვს სპეციალისტების მცირე ჯგუფის გარდა ვერ გაიგო თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ლარის გამყარება.

თქვენ როგორ ახსნიდით ლარის გამყარების მიზეზებს და სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს ლარის კურსზე ვალუტის ჯიხურების ამუშავება და როგორ პროგნოზს გააკეთებდით ლარის კურსთან დაკავშირებით?

- ლარის გამყარება რამდენიმე გარემოებათა თანხვედრის შედეგია. იმპორტის მკვეთრი შემცირება. გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სულ ცოტა 7 პუნქტით. ქვეყნიდან ბოლო კვირეების მანძილზე იმპორტის განსახორციელებლად ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ - ყოველდღიურად, თითქმის 10 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები გადიოდა.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეამცირეს ქვეყნის ფარგლებს ვალუტის ყოველდღიური, სადღეღამისო ხარჯვა დაახლოებით 2.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით - საბანკო ბარათებით და არანაკლები ოდენობით - ნაღდი ანგარიშწორებით. პოლიტიკა „დარჩი შინ!“ საკმაოდ „ექსპანსიონისტური“ გამოდგა და ერთნაირად გავრცელდა საქართველოს მოქალაქეებსა და მათ სავალუტო რესურსებზე.

ლარის გამყარება რამდენიმე გარემოებათა თანხვედრის შედეგია. იმპორტის მკვეთრი შემცირება. გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სულ ცოტა 7 პუნქტით. ქვეყნიდან ბოლო კვირეების მანძილზე იმპორტის განსახორციელებლად ყოველდღიურად, ხაზს ვუსვამ - ყოველდღიურად, თითქმის 10 მლნ. აშშ დოლარით ნაკლები გადიოდა

მართალია, იმავდროულად, საქართველოში არ შემოდიოდნენ უცხოელი ტურისტები, მაგრამ ბოლო კვირეების მანძილზე იმპორტის შემცირებით ქვეყანაში გაცილებით მეტი თანხა დარჩა -„დაიზოგა“), ვიდრე არ შემოვიდა უცხოელი ტურისტებისაგან.

ის სესხები და დახმარებები, რომლებიც უცხოეთიდან უკვე შემოვიდა და ან კიდევ უნდა შემოვიდეს. პოზიტიური მოლოდინი არანაკლებ მოქმედებს ლარის კურსზე, ვიდრე უცხოური ინვესტიციები;მაღალ დონეზე ნარჩუნდება რეფინანსირების განაკვეთი, რაც ასევე მოქმედებს ლარის გაძვირებაზე.

და კიდევ ერთი, დღეს რომ ეროვნული ბანკი ინსტიტუცია კი არა, არამედ ფიზიკური პირი იყოს და მონაწილეობდეს, ვთქვათ, საპრეზიდენტო არჩევნებში, ვეღარავინ ეტყოდა მას, ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის თიკუნს რომ დავესეხოთ, „მძინარე ბანკს“ - ის ბოლო პერიოდში გააქტიურდა, უფრო ხშირად დაიწყო სავალუტო და ვერბალური ინტერვენციები, დადებითად იმოქმედა მის მიერ განხორციელებულმა მანევრმაც სავალუტო რეზერვების ნორმის შემცირების თაობაზე.

თუმცა, ზემოთ დასახელებული ფაქტორებიდან, ბოლოს მოხსენიებულის გარდა, სამწუხაროდ, ყველა დანაარჩენი უფრო კონიუნქტურული დატვირთვისაა, დავარქვათ ამას თუნდაც „პლანეტების სასურველი განლაგება“ და არა სისტემური ხასიათის პოზიტიური ტრენდის მატარებელი. შესაბამისად, ვოლატილობის (რყევების) საფრთხე იყო და რჩება ერთერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ეროვნული ვალუტის კურსზე საუბრისას.

ამასთან, ლარის კურსის სტაბილურობა საკმაოდ მოწყვლადია ჩვენი ეკონომიკისა და მისი ფინანსური ბაზრის ტევადობის სიმცირის გამოც.

სულ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის სავალუტო ოპერაციას ან ინტერვენციას შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე. ამისაგან დამცავი რეცეპტი კი საკმაოდ ტრივიალურია. ძლიერი ეკონომიკა და რაციონალური ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა.

სულ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის სავალუტო ოპერაციას ან ინტერვენციას შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე. ამისაგან დამცავი რეცეპტი კი საკმაოდ ტრივიალურია. ძლიერი ეკონომიკა და რაციონალური ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა

- კარგია, რომ 20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის, ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც.

27000-მდე ფერმერის აგრობარათებზე უკვე 5 მილიონ ლარამდე დაირიცხა. ქულების დარიცხვა გრძელდება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებისსახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ყველაფერი, კარგია, მაგრამ...

სოფლის მეურნეობაზე ფიქრისას, სულ იმაზე მეფიქრება, რატომ არ იღებენ ჩვენი ბანკები გადაწყვეტილებას სასოფლო სამეურნეო საქმიანობისათვის საკმაოდ დაბალი 2-3% სესხების გაცემაზე. ასეა ევროპის უმეტეს ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მესმის, რომ ამგვარი გადაწყვეტილება თავად ბანკებმა უნდა მიიღონ, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ამგვარ გადაწყვეტილებებს ბანკები რატომ არ იღებენ?

- მარტივად რომ ვთქვთ - ეს ღონისძიებები საკმარისია სოფლის მეურნეობის როლისა და წონის სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად ეკონომიკაში, დღეისათვის არსებული დარგობრივი სტრუქტურისა და კონფიგურაციის სუსტი პოზიტიური ეოლუციისათვის, მაგრამ არა რადიკალური რეორგანიზაცისათვის.

ამ დარგს სერიოზული პრობლემები უდგას - შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში საქართველოს ეკონომიკის დანარჩენი დარგების საშუალო მაჩვენებელს 9-ჯერ ჩამორჩება, მაღალია მიწების პარცელიზაციის პროცესი, რაც აფერხებს მიწის ფართობის ერთეულზე მსხვილმასშტაბიანი კაპიტალდაბანდებებისა და ინვესტიციების განხორციელებას, საჭიროა მეტი მუშაობა სოფლად საქმიანობის კოოპერაციული ფორმატის გასაფართოებლად, დიდი პოტენციალი დევს საქართველოს მთიანეთის ეკონომიკურ განვითარებაში, რაზეც კომპლექსური ზომებია გასატარებელი.

ისე, ყველა ქვეყანაში აგრარული სექტორი სახელმწიფო სუბსიდირების ერთერთი ყველაზე მსხვილი რეციპიენტია. ამ მიმართულებით ჩვენ ჯერ კიდვ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი.

ყველა ქვეყანაში აგრარული სექტორი სახელმწიფო სუბსიდირების ერთერთი ყველაზე მსხვილი რეციპიენტია. ამ მიმართულებით ჩვენ ჯერ კიდვ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი

ბანკი კომერციული დაწესებულებაა, ის ორიენტირებულია მოგებაზე. როგორ გასცეს სესხი წლიური 2-3%-ის დონეზე, თუკი ქვეყანაში ინფლაცია 7%-ია?! ასეთი ინფლაციის პირობებში ბანკისთვის მისაღები იქნებოდა არანაკლებ 10-12%-იანი საპროცენტო განაკვეთი. მზად არის სახელმწიფო, რომ ასეთი ძვირი კრედიტის საფასური (პროცენტის) ¾ თავის თავზე აიღოს?! მოდით, ეს ბოლო წინადადება-კითხვა მთავრობას გადავუმისამრთოთ. თუმცა, რატომ მხოლოდ მთავრობას? - საბიუჯეტო სახსრები ხომ ქვეყნის მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით ყალიბდება...

- „ინტერპრესნიუსთან“ წინა საუბარში თქვენ ბრძანებთ - „დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი სერიოზული შანსია ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის“.

ამ თემაზე დაახლოებით 2 კვირის წინ „პატიტრანიუსთან“ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მისი ხელმოწერით 60-ზე მეტ კომპანიას გაუგზავნის წერილებს განიხილონ მათი წარმოებების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობები.

- რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული ხედვა ეროვნული მეურნეობის დაჩქარებული განვითარებისათვის ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაციის უალტერნატივობის თაობაზე. რა თქმა უნდა, საუბარია არაა ძველი, საბჭოური ტიპის წარმოებაზე. მაშინდელი აღარც შრომის დანაწილება არსებობს, აღარც გასაღების ბაზრები და აღარც - მაშინდელი მოთხოვნა.

ჩვენ ორიენტაცია უნდა ავიღოთ თანამედროვე მოწინავე ტექნოლოგიებსა და მეცნიერულტევადი პროდუქციის წარმოებაზე, რისი ნიშნებიც უკვე მრავლადაა - აგრარული სექტორიდან დაწყებული და საავიაციო და სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებით დამთავრებული.

ორიენტაცია რეალური სექტორის განვითარებაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის ფონზე, როდესაც გლობალური ეკონომიკის, მათ შორის მოთხოვნის შემცირების გამო იზრდება კონკურენცია გასაღების ბაზრებისათვის. აქ წარმატება და ბაზარზე დამკვიდრება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოების გარეშე შეუძლებელი იქნება.

რც შეეხება სხვა ქვეყნებიდან წარმოების საქართველოში გადმოტანას, ეს მრავალ ფაქტორსა და გარემოებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკის ლანდშაფტის ცვლილებისას, არ დააფიქსირო საკუთარი ინტერესები - უბრალოდ გაუმართლებელი იქნებოდა.

ქართული მხარე მზადაა, მაღალტექნოლოგიური წარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში ასეთი წარმოების შესატყვისი კადრების გადამზადება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს.

ქართული მხარე მზადაა, მაღალტექნოლოგიური წარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში ასეთი წარმოების შესატყვისი კადრების გადამზადება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსოს

პირდაპირ თქვენს კითხვას არ პასუხობს, თუმცა საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ საქმიანობის 379 სახეობიდან, რომლებიც სესხებზე სახელმწიფო გარანტიას მიიღებენ, 221 სახეობა (58.3%) რეალურ სექტორს, ინდუსტრიულ სფეროს წარმოადგენს, მაშინ როდესაც ამ სექტორის წილი ქვეყნის ეროვნულ პროდუქტში ზუსტად ორჯერ უფრო დაბალია...

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს