ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის 53 მონაწილე დააკავეს

ჰონგ-კონგში, ანტისამთავრობო აქციების წლისთავის აღსანიშნავად გამართულ დემონსტრაციაზე, სამართალდამცავებმა აქციის 53 მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა და მათ დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციის დროს 36 მამაკაცი და 17 ქალი დააკავეს. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების გაართვა მომავალ დღეებშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, 28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს. მათივე განმარტებით, ახალი კანონის ფარგლებში ჩინეთმა ჰონგ-კონგში, შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოები შექმნას. ახალი კანონი ძალაში სავარაუდოდ, აგვისტოდან შევა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციის 53 მონაწილე დააკავეს

ჰონგ-კონგში, ანტისამთავრობო აქციების წლისთავის აღსანიშნავად გამართულ დემონსტრაციაზე, სამართალდამცავებმა აქციის 53 მონაწილე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპროტესტო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა და მათ დასაშლელად სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი და ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციის დროს 36 მამაკაცი და 17 ქალი დააკავეს. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების გაართვა მომავალ დღეებშიც იგეგმება.

შეგახსენებთ, 28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, შესაძლოა, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს ნიშნავდეს. მათივე განმარტებით, ახალი კანონის ფარგლებში ჩინეთმა ჰონგ-კონგში, შესაძლოა, საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოები შექმნას. ახალი კანონი ძალაში სავარაუდოდ, აგვისტოდან შევა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს