სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ჩატარების გამო, 12 ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტოენერიის მიწოდება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ქსელში გადართვების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, დამპალოს, გიორგი ბერიაშვილის, აბაშვილის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ზურა მირაქიშვილის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ომარ ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს