რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა

რუსთავში ისტორიული ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესი განახლდა, პარალელურად კი ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რუსთავის ციხეზე სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეცნო. რუსთავის მერი ქალაქის ისტორიული მუზეუმის დირექტორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ნაზი პაჭიკაშვილსა და ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს გაესაუბრა. ირაკლი ტაბაღუამ, მათგან მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„რუსთავის ციხეზე მიმდინარეობს კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, ამის პარალელურად კი რუსთავის ისტორიული მუზეუმის ექსპედიცია გათხრებს აწარმოებს. რამდენიმე წლის წინ დაიწერა ციხის მართვის სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მოხდა რეაბილიტაციის პროექტის შემუშავება და სამუშაოების დაფინასება. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ამის პარალელურად დამატებით გამოიყოფა თანხა რუსთავის ციხის მოვლა-პატრონობისთვის, რადგან, გარდა რესტავრაციისა, ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა. რუსთავის მუზეუმში 32 ათასი უძველესი ექსპონატი ინახება და ყოველ წელს არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ჩვენს მუზეუმს საინტერესო და უძველესი ექსპონატები ემატება, რაც ქალაქის სიძველეზე, ტრადიციებსა და ისტორიაზე მეტყველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნაზიბროლა პაჭიკაშვილის განაცხადებით, წელს მათი ამოცანაა, რესტავრატორებს რუსთავის ციხის ჩრდილოეთ ზღუდის როგორც შიდა, ასევე გარე მონაკვეთი მოუმზადონ.

„მუშაობა მოგვიწია ჩრდილოეთ უბანზე ე.წ. მე-17 თხრილში, სადაც გამოვლინდა სამეურნეო ორმო, სამი თონე, ქვევრი შესაბამისი არქეოლოგიური მასალით. ეს არის მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი, ლითონის, მინის სამაჯურები, მძივები და ა.შ. აღმოჩენილი ექსპონატები მე-6-ე საუკუნიდან, მე-13 საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება, სხვადასხვა ფენებიდან ამოდის შესაბამისი პერიოდის არქეოლოგიური მასალა“, - განაცხადა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ციხეზე კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, შპს “ტაო-ტბელი“ ასრულებს. პროექტს “ქართუ ფონდი“ აფინანსებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ