ჯორჯ ფლოიდის ძმა კონგრესში ჩვენებით წარსდგა - მე დავიღალე, დავიღალე ტკივილისგან,  აქ ვარ რომ გთხოვოთ, ეს შეაჩეროთ

ჯორჯ ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი აშშ-ის კაპიტოლიუმში, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე ჩვენებით წარსდგა. მან კონგრესში კანონმდებლების წინაშე ემოციური სიტყვა წარმოსთქვა და გარდაცვლილი ძმა „კეთილშობილ გიგანტად“ მოიხსენია.

„ამაზე ვფიქრობდი, როდესაც მისი დაკავების ვიდეოს ვუყურებდი, ის ყველა პოლიციელს მიმართავდა „სერ“. ის უსმენდა ყველა ოფიცერს. კაცს, რომელმაც მას სიცოცხლე წაართვა და 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში გუდავდა, ის მაინც მიმართავდა „სერ“, როცა გადარჩენას ითხოვდა. მე ვერ აღვწერ თუ რა დონის ტკივილს გრძნობს ადამიანი, როცა მსგავს რამეს უყურებს, როცა ხედავ ძმა როგორ იღუპება“, - განაცხადა ფილონაიზ ფლოიდმა.

მან კანონმდებლებს მოუწოდა, ფლოიდის ოჯახისა და მთელს ქვეყანაში დემონსტრანტების მხრიდან ცვლილებებისკენ მოწოდებებს მოუსმინონ.

„მე დავიღალე, მე დავიღალე ტკივილისგან. მე აქ ვარ რომ გთხოვოთ, ეს შეაჩეროთ. შეაჩეროთ ტკივილი. ჯორჯი დახმარებას ითხოვდა და მას არ მოუსმინეს. გთხოვთ, მოუსმინოთ ახლა ჩემს მოწოდებას, ჩვენი ოჯახის მოწოდებას და მთელს მსოფლიოში ქუჩებში გაჟღერებულ მოწოდებებს. ყველა წარმომავლობის, გენდერის და რასის ხალხი გაერთიანდა და მოითხოვა ცვლილებები. პატივი ეცით მათ, პატივი ეცით ჯორჯს და განახორციელეთ საჭირო ცვლილებები, რაც სამართალდამცველებს აქცევს გამოსავლად და არა პრობლემად. ხალხმა აგირჩიათ, რომ მათი სახელით ილაპარაკოთ, განახორციელოთ დადებითი ცვლილებები. ჯორჯის სახელი რაღაცას ნიშნავს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი სახელებიც რაღაცას ნიშნავდეს. მე ვფიქრობ, რომ მისი სიკვდილი მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის. ეს თქვენზეა დამოკიდებული უზრუნველყოთ, რომ მისი სიკვდილი ამაო არ იყო. ის არ იმსახურებს, რომ 20 დოლარის გამო დაღუპულიყო. მე თქვენ გეკითხებით - ეს ის არის, რამდენადაც შავკანიანი მამაკაცის სიცოცხლე ფასობს? 20 დოლარი? “, - აღნიშნა ფლოიდმა.

საკომიტეტო მოსმენაზე სულ 12 მოწმეს მოუსმენენ, მათ შორის ფლოიდის ოჯახის პროკურორს.

შეგახსენებთ, რომ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, დაკავებისას პოლიციის მხრიდან უხეში ძალის გამოყენების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აქვს პოლიციის ოფიცერს მის კისერზე ფეხი მიბჯენილი, ფლოიდი კი შველას ითხოვს და ამბობს, რომ ვერ სუნთქავს. ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ მთელს მსოფლიოში ანტირასისტული მოძრაობის ტალღა დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს