დავით ზალკალიანი სააკაშვილის განცხადებაზე - უკრაინის ელჩს დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უწყებაში საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას გეგმავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

“ეს არის ის საკითხი, რის გამოც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიდგომა და რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ კონსულტაციებზე. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებნობაზე, არის ძებნილი და ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი ქეისის მიმართულებით სთხოვს პასუხს. იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ითვალისწინებას ამას, ეს იყო გაფრთხილება და ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რის გამოც ჩვენ ელჩი გამოვიწვიეთ. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის პირდაპირი ჩარევა უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამის შესახებ გვექნება საუბარი და ელჩს ჩვენ დავიბარებთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგანაც ეს არის აშკარად უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყანაში, არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის საშინაო საქმეებში და საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ყურადღება უნდა გაამახვილონ ამერიკელმა პარტნიორებმაც.

„როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული მსჯელობა საერთოდ? მე ვფიქრობ, რომ ამას ყურადღება უნდა მიაქიონ ამერიკელმა პარტნიორებმა. ეს არ არის პირველი შემთვევა, როგორ ცდილობს ოპოზიცია, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის შემოყვანას ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესში და საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა ზალკალიანმა.

"არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. სააკაშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია