კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს

ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე „ბაგის“ საყოფაცხოვრებო ჰიგიენურ საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნისა და მის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების პირობებში, „ბაგის“ პროდუქციაზე სავაჭრო ობიექტებში გამოწვეული დეფიციტები დღეის მდგომარეობით სრულად აღმოფხვრილია და 1-ლი ივნისიდან კომპანიამ ჩვეულ რეჟიმში აღადგინა სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მიწოდება.

უფრო მეტიც, პანდემიურ პერიოდში „ბაგის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული თითოეული პროდუქტის შემადგენლობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა, რომლებსაც დაემატა ანტიბაქტერიული კონცენტრანტები.

„ისრაელში ჩატარებული სერტიფიცირებული ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ „ბაგის“ პროდუქციის განახლებული კონცენტრირებული შემადგენლობა, გარდა მომხმარებლებისათვის უკვე ცნობილი თვისებებისა, ასევე უზრუნველყოფს ნებისმიერი ზედაპირიდან (ქსოვილიდან, იატაკიდან, მინიდან, მეტალის ან ავეჯის სხვა ზედაპირებიდან) ვირუსული ბაქტერიების განადგურებას 99,9%-ით“ , - აცხადებენ საქართველოში „ბაგის“ წარმომადგენლობის ოფისში.

განახლებული ანტიბაქტერიული კონცენტრაციით დამზადებული „ბაგის“ პროდუქციის პირველი ნაწილი უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში სრულად მოხდება სავაჭრო ობიექტებში მარაგების შევსება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს მათზე ხელმისაწვდომობას.

„ბაგი“ უკვე ათეული წელია მომხმარებელს სთავაზობს საყოფაცხოვრებო ქიმიის სეგმენტის სხვადასხვა ასორტიმენტის პრემიალურ პროდუქციას, სადაც აქცენტი მუდმივად მაღალ ხარისხზე და სისუფთავის მარტივ მიღწევადობაზე კეთდება, რის გამოც „ბაგის“ სრულად დამსახურებულად უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო