ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს, რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ

მიუხედავად პრობლემებისა მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს პროფესიული ასოციაციების მეშვეობით, რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. გიდები მაქსიმალურად ექცევიან თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარების კატეგორიაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბევრი სხვა კატეგორიისაგან განსხვავებით, დახმარების მისაღებად გიდებისთვის საკმარისია წარმოადგინონ იმის დასტური, რომ 2019 წელს გარკვეული სამუშაო ან რაიმე სახის შემოსავალი ჰქონდათ.

„ჩვენ გიდების დიდი არმია გვყავს, პროფესიონალი ადამიანების რომლებიც საკმაოდ წარმატებულები იყვნენ ბოლო წლებში. იმის გამო, რომ იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა, მათაც შემოსავლები კარგად ჰქონდათ ამ თვალსაზრისით და თავიანთ პროფესიონალიზმსაც ხვეწდნენ. თუმცა, არსებობს პრობლემებიც ხარისხთან დაკავშირებით, სერტიფიცირებასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. მიუხედავად პრობლემებისა, მაქსიმალურად ვეხმარებით გიდებს პროფესიული ასოციაციების მეშვეობით რომ ისინი ჩვენი დახმარების პროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. ისინი მაქსიმალურად ექცევიან თვითდასაქმებულთა 300-ლარიანი დახმარების კატეგორიაში და ჩვენ ძალიან ლოიალურად ვუდგებით მათ იდენტიფიკაციას. განსხვავებით ბევრი სხვა კატეგორიებისაგან გავითვალისწინეთ, რომ გიდებს სეზონური სამუშაო ჰქონდათ, მათთვის საკმარისია წარადგინონ იმის დასტური რომ, 2019 წელს ჰქონდათ გარკვეული სამუშაო და რაიმე სახის შემოსავალი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო