ადვოკატის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ მარიანა ჩოლოიანის სასარგებლო ჩვენება მისცა

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანია ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ ჩოლოიანის სასარგებლო ჩვენება მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსიაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ინფორმაცია, რომელიც დღევანდელ პროცესზე ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოს მიაწოდა, მხოლოდ და მხოლოდ, დაცვის მხარეს გამოადგება, რათა კიდევ ერთხელ დადატურდეს მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად წარდგენილი ბრალი. დღემდე დაკითხული არც ერთი მოწმე და უკვე ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული, არ საუბრობს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე. კიდევ ერთხელ განვმარტავ და ყურადღებას გავამახვილებ იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვკითხავთ ბრალდების მოწმეებს, ხოლო ბრალდების მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად არის მარიანა ჩოლოიანის გამართლების წინაპირობა. ინფორმაცია, რომელიც დღეს მიწოდებული იქნა მოწმის მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მარიანა ჩოლოიანს მხრიდან რაიმე კანონსაწინაარმდეგო ქმედების განხორციელებას არ ადასტურებს. დეტალებზე, თუ რა თქვა მომწმემ, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ, ვერ ვსაუბრობ", - განაცხადა მოსიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა