ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - მიკვირს, რას ერჩის ამ ცხოველს, ძროხა ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, მისი ავტორი

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოსწონს ის ლექსიკა, რითაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციის მიმართ საუბრობს. ამით ბესელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"რომ არ მოსწონდეს ძალიან მარტივად გააჩუმებდა, როგორც ახერხებდა, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ძალიან იოლად აჩუმებდა ერთსაც და მეორესაც. როგორც ჩანს, მოსწონს",- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამგვარ განცხადებებს უმრავლესობის წევრები აკეთებენ იმ მიზნით, რომ 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოხვდნენ.

"მიკვირს რას ერჩის იმ ცხოველს, ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, მისი ავტორი. ეს ისე... მე არ მინდა, რომ შევყვე არც მას და არც რომელიმე სხვას. ეს იქნება კობახიძე ან ოხანაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ნერვებმა უმტყუნა. ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა, როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და არ გყოფნის ლექსიკონში შესაბამისის სიტყვებით გამოხატო შენი ემოცია - ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პილიტიკოსად წარმოგაჩენს, რომ ამაში შეყოლა არ ღირს, მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, მოდი, დარჩენენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მე მგონი, ამას ალბათ, ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს?! ერთადერთი ახსნა მაქვს, ახლა, ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს, ვინც უფრო უზრდელად, უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ, იმიტომ, რომ ელოდებიან საარჩევნო სიას, ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება ამ სიაში",- განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს ძროხას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო