ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებული ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებული ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივი შერიფის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 37 წლის თომას ლეინმა ციხე 750 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ დატოვა.

ცნობისათვის, თომას ლეინი ერთ-ერთია იმ სამ ყოფილ პოლიციელს შორის, რომლებიც 46 წლის შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში არიან ბრალდებული. კიდევ ერთ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, კი ბრალი ფლოიდის მკვლელობაში ედება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოთხივეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს