გიორგი კანდელაკი - 13 კონგრესმენიდან, რომელიც უშუალოდ აწერს ხელს დოკუმენტს, ორს ეთანამშრომლებოდნენ „ქართული ოცნების" ლიდერები

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ამერიკელი კონგრესმენების მისამართით დღეს გაკეთებული განცხადებები ძალიან შეურაცხმყოფელი და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის სრულიად შეუფერებელი იყო.

გიორგი კანდელაკის თქმით, დოკუმენტზე ხელმომწერ ორ კონგრესმენს "ქართული ოცნების" ლიდერები და ამის გათვალისწინებით, უმრავლესობის წევრების განცხადებები არის ძალიან შეურაცხმყოფელი.

"იმ 13 კონგრესმენიდან, რომელიც უშუალოდ აწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც 147 რესპუბლიკელი კონგრესმენისგან შემდგარი ჯგუფის სახელით არის გამოქვეყნებული, 2-ს ეთანამშრომლებოდნენ „ქართული ოცნების ლიდერები“. მაგალითად, კონგრესმენი ალექს მუნი თბილისშიც იყო ჩამოსული, მას არჩილ თალაკვაძე შეხვდა. კონგრესმენ ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით, რომელიც ძალიან ცნობილი კონგრესმენია, დელეგაცია იყო ჩამოსული, მე რაც მახსოვს ორჯერ თბილისში 2015 და 2017 წლებში, რომელსაც უმასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მას სურათიც აქვს გადაღებული, ვახშამზეც უმასპინძლა. სხვათა შორის, თალაკვაძეც შეხვდა ჯო ვილსონს ვაშინგტონში და ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ გადასარევი შეხვედრა იყო და ყველაფერი გაზიარებული იქნა მათი მხრიდან და მით უმეტეს, ამის გათვალისწინებით, მათი დღევანდელი განცხადებები ამ კონგრესმენების მისამართით იყო ჩვენი პარტნიორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვანი წევრების მიმართ ძალიან შეურაცხმყოფელი და საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის სრულიად შეუფერებელი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ