პროკურორის განცხადებით, გიორგი რურუას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რაც სასამართლომ გაიზიარა

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის ვასილ სამხარაძის განცხადებით, შესწავლილი მტკიცებულებების ერთობლიობა გიორგი რურუას ბრალეულობას ადასტურებს.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ რურუას მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რაც სასამართლომ გაიზიარა.

„დღეს დასრულდა გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამ ხნის განმავლობაში დაკითხულ იქნა 34 მოწმე, ასევე, გამოკვლეულ იქნა სამი ობიექტის ვიდეო-ჩანაწერები, გამოკვლეულ იქნა, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, ასევე, ის ნივთიერი მტკიცებულებები, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, მაყუჩი. გიორგი რურუას ნერწყვის ნიმუში, ასევე, მისი ტანსაცმელი. ბრალდების მხარე თვლის, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით ნამდვილად დაადასტურა წარდგენილი ბრალდება.

დღეს სასამართლომ ასევე, იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რათა შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა ამ გარემოებას და მიუთითა, რომ კვლავაც არსებობს მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მხრიდან გაზიარებულ იქნა აღნიშნული არგუმენტი და ბრალდებული დატოვა პატიმრობაში“,- განაცხადა პროკურორმა.

„მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს