სალომე სამადაშვილი - გიორგი რურუა საპატიმროს აუცილებლად დატოვებს თუ არჩევნებამდე არა, არჩევნების შემდეგ, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებებით ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განაჩენსაც წერს

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას საპატიმროში დატოვებასთან დაკავშირებით ძალიან უგუნურია და სამართლებრივად არანაირი ლოგიკა არ არსებობს.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებებით ბიძინა ივანიშვილი "საკუთარ განაჩენსაც წერს" და ის უკვე პოტენციურად მოიაზრება როგორც ადამიანი, რომლის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციების რეჟიმი უნდა შემოიღოს.

„ეს არის პოლიტიკური მითითებით მიღებული გადაწყვეტილება, ის მხოლოდ დაამძიმებს იმ შთაბეჭდილებას, რომელიც დასავლეთში აქვთ ჩვენს ქვეყანაზე და მის პოლიტიკურ რეჟიმზე . გიორგი რურუა საპატიმროს აუცილებლად დატოვებს თუ არჩევნებამდე არა, არჩევნების შემდეგ, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილებებით ბიძინა ივანიშვილი საკუთარ განაჩენსაც წერს. ის უკვე მოიაზრება პოტენციურად როგორც ადამიანი, რომლის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციების რეჟიმი უნდა შემოიღოს. გიორგი რურუა აღიარებულია პოლიტპატიმრად ამერიკის კონგრესის, სენატის და ევროპარლამენტის მიერ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გირაოს სანაცვლოდ არ შეეცვალა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის 10 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან ბრალდების მხარემ მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა