ჯანმოს ხელმძღვანელი - ძალიან რთულია ამ ტიპის ვირუსთან ბრძოლა დაყოფილ მსოფლიოში

ძალიან რთულია ამ ტიპის ვირუსთან ბრძოლა დაყოფილ მსოფლიოში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟენევაში განაცხადა, რომ მსოფლიო გაყოფილია.

„ეს ძალიან საშიში ვირუსია და ძნელია ბრძოლა ამ ტიპის ვირუსთან დაყოფილ მსოფლიოში. სხვადასხვა ზომებმა, რომლებიც ქვეყნებმა მიიღეს ვირუსის გასაკონტროლებლად მრავალი მოქალაქის ცხოვრება თავდაყირა დააყენა“ , - აღნიშნა მან.

გებრეიესუსი თქმით, გავლენა გლობალურ ჯანდაცვაზე დიდია, მაგრამ ზოგიერთი სოციალური გავლენა კიდევ უფრო სერიოზულია.

”მილიონობით ადამიანმა სამუშაო დაკარგა და ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა დაკარგა საარსებო წყარო”, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა