ლანა გალდავა - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდოს პანკისის თემას

პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერითი ლიდერი ლანა გალდავა სოფელ დუისში, პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „დაუგეგმავად ჩატარებული ღონიძიებებით მხოლოდ დაპირისპირებულ მოსახლეობას და დაზიანებულ ეროვნულ უსაფრთხოებას ვღებულობთ“. მისი განცხადებით, ჩნდება შეკითხვები, რატომ ხდება, რომ მოქმედი ხელისუფლების ძალოვანები „ვერ ატარებენ სპეცოპერაციებს მაღალპროფესიონალურად“.

ლანა გალდავას თქმით, ყველა სპეცოპერაციის ჩატარების პროცესი ხდება საყოველთაო განხილვის საგანი და ჩნდება უფრო მეტი პასუხგაუცემელი შეკითხვები.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხასო ხანგოშვილისთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა დანაშაულთან დაკავშირებით ატარებდნენ ძალოვანები საგამოძიებო მოქმედებას მის საცხოვრებელ სახლში და მისივე გადმოცემით, საქმე ეხება დაუმთავრებელ დანაშაულს. ხასო ხანგოშვილისთვის ასევე უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი შვილი და ჰყავს თუ არა მას უფლებების დამცველი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ პანკისის თემას, სადაც საქართველოს სიყვარულით ანთებული ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ჩვენ ზემოაღნიშნულ მხარეში გვახსოვს მრავალი სპეცოპერაცია, რომლის როგორც ჩატარება, ასევე დამდგარი სამართლებრივი შედეგები სავალალოა. გაუაზრებელი პოლიტიკისა და არაპროფესიონალურად, დაუგეგმავად ჩატარებული ღონიძიებებით ვღებულობთ მხოლოდ დაპირისპირებულ მოსახლეობას და დაზიანებულ ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ, ბოლომდე ჩავერთვებით ზემოაღნიშნულ მხარეში კანონმდებლობის ფარგლებში ყველა მცხოვრებლის უფლებების დაცვის საკითხში" , - განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელო“ ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლანა გალდავა - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდოს პანკისის თემას

პოლიტიკური გაერთიანების "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერითი ლიდერი ლანა გალდავა სოფელ დუისში, პანკისის ხეობის უხუცესის, ხასო ხანგოშვილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „დაუგეგმავად ჩატარებული ღონიძიებებით მხოლოდ დაპირისპირებულ მოსახლეობას და დაზიანებულ ეროვნულ უსაფრთხოებას ვღებულობთ“. მისი განცხადებით, ჩნდება შეკითხვები, რატომ ხდება, რომ მოქმედი ხელისუფლების ძალოვანები „ვერ ატარებენ სპეცოპერაციებს მაღალპროფესიონალურად“.

ლანა გალდავას თქმით, ყველა სპეცოპერაციის ჩატარების პროცესი ხდება საყოველთაო განხილვის საგანი და ჩნდება უფრო მეტი პასუხგაუცემელი შეკითხვები.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხასო ხანგოშვილისთვის არ განუმარტავთ, კონკრეტულად რა დანაშაულთან დაკავშირებით ატარებდნენ ძალოვანები საგამოძიებო მოქმედებას მის საცხოვრებელ სახლში და მისივე გადმოცემით, საქმე ეხება დაუმთავრებელ დანაშაულს. ხასო ხანგოშვილისთვის ასევე უცნობია, დაკავებულია თუ არა მისი შვილი და ჰყავს თუ არა მას უფლებების დამცველი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ პანკისის თემას, სადაც საქართველოს სიყვარულით ანთებული ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ჩვენ ზემოაღნიშნულ მხარეში გვახსოვს მრავალი სპეცოპერაცია, რომლის როგორც ჩატარება, ასევე დამდგარი სამართლებრივი შედეგები სავალალოა. გაუაზრებელი პოლიტიკისა და არაპროფესიონალურად, დაუგეგმავად ჩატარებული ღონიძიებებით ვღებულობთ მხოლოდ დაპირისპირებულ მოსახლეობას და დაზიანებულ ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ, ბოლომდე ჩავერთვებით ზემოაღნიშნულ მხარეში კანონმდებლობის ფარგლებში ყველა მცხოვრებლის უფლებების დაცვის საკითხში" , - განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელო“ ავრცელებს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო