გიორგი გახარია - 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის

ეს არის უდიდესი ტკივილის დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი, ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განახლებული „მზიურის პარკის“ გახსნაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 13 ივნისი არის დიდი ტკივილის, მაგრამ ამასთანავე, დიდი იმედის დღე.

„დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა. 13 ივნისი ყველას გვახსოვს. ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის. ყველას გვახსოვს რა მძიმე იყო ეს პირველი წუთები. იმის გააზრება, თუ რა მოცულობის და რა მასშტაბის იყო ეს სტიქია. ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა. ეს იყო სრულად მოულოდნელი სტიქია, რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე. ორი ჩვენი მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული დარტყმა და ზარალი. მინდა ასევე აღვნიშნო ზურა მუზაშვილი, მაშველი, გმირი ადამიანი, რომელმაც 8 თავისი მოქალაქე გადაარჩინა და წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი, ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი, ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და ეს ის მაგალითია, რომელმაც სინათლე უნდა დაგვანახოს, სადღაც ბოლოში. ეს ის მაგალითია, რომელიც დღეს ჩვენ გვჭრდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ესენი არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც არიან იმედის მომცემი და მაგალითის მომცემი. 13 ივნისი დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ დიდი იმედის დღეც არის“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, 2015 წლის 13 ივნისს ახალგაზრდა თაობამ „სასწაული ორგანიზებულობა“ აჩვენა.

„ეს ის თაობა იყო, რომელმაც აჩვენა სასწაული ორგანიზებულობა, აჩვენა ისეთი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც არავინ არ ელოდა. ეს ახალგაზრდები უბრალოდ დაორგანიზდნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა გაეკეთებინა. მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ეს ის თაობაა, რომელმაც სულ ახლო მომავალში ამ ქვეყნის განვითარებაში თავისი სიტყვა უნდა თქვას და ჩვენ მათი იმედი უნდა გვქონდეს. რეალურად, ისეთი გამოწვევების და პრობლემების დროს, როგორიც იყო 13 ივნისი და როგორც ვიბრძვით ჩვენ დღეს, ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შედეგად იქმნება წარმატებული სახელმწიფო. ასეთი ბრძოლების წარმატებით დასრულების შემდეგ იქმნება წარმატებული თაობა. ასევე, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმ ადამიანების და მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ და იმედი გამოვთქვა, რომ ის ყველაფერი, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, ასეთ დიდ რისკს აარიდებს ამ ქალაქს“, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, „ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“.

„მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის დასრულებით დასრულდა დიდი სამუშაო. ამ სამუშაოს გაწევისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქტიშვილს. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული. ამას მოყვა ხეობის გაწმენდა. სრულად არის დაზღვეული შემდგომ ასეთი სტიქიის განმეორების შესაძლებლობა, აღდგა ბევრი გზა და კიდევ ბევრი სამუშაო იყო ჩატარებული. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ელჩს, იმ წვლილსთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა სარეაბილიტაციო სამუშაოებში და ბატონ მერს, რომელმაც ეს ყველაფერი როგორც მას ჩვევია, გემოვნებით და თბილისელებისთვის ზრუნვის უდიდესი გამოვლინებით დაასრულა. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდა თაობას, რომლებიც ყოველგვარი თხოვნის გარეშე დადგნენ ის, სადაც უნდა მდგარიყვნენ და გააკეთეს ის საქმე, რომელიც მათ სამშობლოს და მათ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა