"ლიბერთი ბანკის" განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას.

რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "ლიბერთი ბანკს" გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს.

(R)

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

"ლიბერთი ბანკის" განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას.

რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ "ლიბერთი ბანკს" გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არც ერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს.

(R)

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი