ვლადიმერ პუტინი - ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები, როცა მათ ჰიპერბგერითი იარაღი ექნებათ, ჩვენ გვექნება ამ იარაღთან საბრძოლველი საშუალება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი შექმნის სისტემებს ჰიპერბგერით იარაღთან საბრძოლველად, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები მხოლოდ ჰიპერბგერით რაკეტებს შექმნიან.

„ის გამოჩნდება, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები იმით, რომ როცა მათ ეს იარაღი ექნებათ, მაღალი ალბათობით, ჩვენ გვექნება ამ იარაღთან საბრძოლველი საშუალება“, - განაცხადა პუტინმა ტელეარხ „რასია პირველთან“ ინტერვიუში.

პუტინის თქმით, დღეს არავის შეუძლია ჰიპერბგერითი რაკეტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რადგან მათი სიჩქარე ისეთია, რომ დაჭერა შეუძლებელია.

„ამაშია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის უნიკალურობა - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაღალი ალბათობით, ჩვენ ჰიპერბგერით იარაღთან ბრძოლის საშუალება გვექნება იმ მომენტისთვის, როცა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში თავად ეს ჰიპერბგერითი იარაღი გამოჩნდება“, -აღნიშნა პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა იანვარში ფედერალურ კრებას აუწყა, რომ რუსეთი ახალი თაობის უნიკალურ იარაღს ამზადებდა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ათწლეულების მანძილზე უზრუნველყოფდა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ