მიიღე სპეციალური საოფისე შეთავაზებები 24 საათში

კომპანია Colliers-ის შექმნილი, საოფისე ბაზარზე მორგებული პლატფორმა officemap-ი და მისი გუნდი აგრძელებს მუშაობას და კვლავ მიმდინარე პერიოდზე მორგებული შემოთავაზებით ბრუნდება.

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ კრიზისულ პერიოდს დაბრკოლებებთან და სირთულეებთან ერთად ფარული შესაძლებლობები მოაქვს, რომელთა აღმოჩენა და სასარგებლოდ გამოყენება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. პოსტ-კოვიდ პერიოდში საოფისე ბაზარზეც ცვლილებებია მოსალოდნელი, ყველაზე მეტად კი შექმნილი სიტუაცია იმ განწყობას აჩენს, რომ ზუსტად ახლაა სწორი დრო ოფისის განახლებისთვის.

ამ განწყობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს არაერთი კვლევის შედეგები, რომლებშიც საოფისე სექტორის მთავარი მიგნება იკითხება - ვაჭრობის ძალაუფლება დღეს დამქირავებლების მხარესაა.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, კოლიერსის გუნდი ოფისის შეცვლით დაინტერესებულ კომპანიებს სთვაზობს სპეციალური შეთავაზებების სერვისს. მომსახურების მისაღებად საჭიროა officemap-ის გუნდთან დააფიქსიროთ თქვენი შეცვლილი საოფისე მოთხოვნები. ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თქვენთვის სასურველი პირობების მისაღებად. ორკვირიან პოერიოდში თქვენ მიიღებთ თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ შემოთავაზებებს და სწორედ ამის შემდეგ შეარჩევთ საუკეთესოს.

აღნიშნული პროცესის გასამარტივებლად officemap-ზე სპეციალური სივრცე შეიქმნა, სადაც საოფისე ფართით დაინტერესებული კომპანიების მოთხოვნები ტენდერის პრინციპით, კონფიდენციალურად განთავსდება. ეს ოფისის მფლობელების ჯანსაღ კონკურენციაში შესვლას გამოიწვევს, რაც დამქირავებლისთვის საუკეთესო პიროებების მიღების საშუალება იქნება. აღნიშნული შემოთავაზებები ასევე დამუშავდება officemap-ის გუნდის მიერ და მოხდება შერჩეული უძრავი ქონების მფლობელებთან საბოლოო მოლაპარაკების წარმოება. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ოპტიმალური პირობებისა და დამუშავებული ინფორმაციის მიღებას, შესაბამისად თავიდან აიცილებთ ოფისის მოძებნის, არჩევისა და ვაჭრობის დამღლელ პროცესს.

საიჯარო კონტრაქტების ცვლილებების ტრენდი ბაზარზე უკვე გამოიკვეთა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რელოკაციის პროცესები საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხდება. ცვლილებების დრო სწორედ ახლაა, სასურველ ფართს კი ის კომპანიები იპოვნიან, რომლებიც დროულად აუწყობენ ფეხს შექმნილ რეალობას.

Colliers International Georgia | www.officemap.ge | +995 577 033 366 | offices@colliers.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა