"გალფის" საწვავის ხარისხი საერთაშორისო კომპანიამ გამოიკვლია

5 ივნისს, საერთაშორისო კვლევითმა ლაბორატორია SGS-მა "გალფის" საწვავების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა. კომპანიამ გამოიკვლია "გალფის" სამი პროდუქტი: ჯიფორს პრემიუმი, ჯიფორს ევრო რეგულარი და ჯიფორს ევროდიზელი. კვლევის პასუხების თანახმად "გალფის" სამივე პროდუქტი სრულიად შეესაბამება, როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ისე "ევრო 5"-ის სტანდარტებს. "გალფის" ბენზინში დასაშვებზე ბევრად ნაკლებია გოგირდის შემცველობა და თითქმის არ აღინიშნება ტყვია. ასევე მინიმუმამდე დაყვანილი არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, რაც გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანია.

ხარისხობრივი კვლევის გარდა SGS-მა "გალფის" ავტოგასამართ სადგურზე ჩაატარა რაოდენობრივი კვლევა სადაც შემოწმდა ჯიფორს პრემიუმისა და ჯიფორს ევრო დიზელის ჩამოსხმული რაოდენობები. ჯიფორს პრემიუმის საწვავმა ცდომილება +10 მილიგრამი, ხოლო ჯიფორს ევრო დიზელის საწვავმა -5 მილიგრამი აჩვენა ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ჩამოსხმული 10 ლიტრ საწვავში -25 დან +25 მილიგრამამდე ცდომილებაა დასაშვები.

მსურველებს SGS-ის კვლევის შედეგების დეტალური რეპორტის ნახვა საჯაროდ გალფის ვებ ვერდზე შეეძლებათ.

მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებით კომპანია "გალფის" მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საწვავის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, გარემოსთვის და ავტომობილებისთვის.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო