თეონა აქუბარდია - საფრთხეების წინაშე საზოგადოების გაერთიანების და არა დაყოფის ავტორი ხელისუფლება უნდა იყოს

თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზე, აშშ-საქართველოს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, არჩევნებამდე 5 თვით ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და აშშ-ს რესპუბლიკური კვლევითი ცენტრის დასკვნაზე, რომელსაც ხელს 13 კონგრესმენი აწერს, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძლებელს და უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივნის მოადგილეს თეონა აქუბარდიესაუბრა.

- ქალბატონო თეონა, გასულ კვირას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას და გაწეული საქმიანობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებას, შემდგომ გამართულ მსჯელობასა და ყველაფერ ამაზე პარლამენტში და მის გარეთ ხმაურიანი კომენტარების გარეშე არ ჩაუვლია.

შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოს, რომ ამ თემაზე მსჯელობა უკვე არ ღირს, მაგრამ, ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს. ასეა თუნდაც იმიტომ რომ ჯერ კიდევ პანდემიაარგადატანილ მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები ხდება ბევრი მიმართულებით და შესაბამისად გამოწვევების ჩამონათვალიც რომ დიდია ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ მინისტრ ღარიბაშვილის პარლამენტში სტუმრობას სამხედრო სფეროში არსებულ ვითარებაზე საუბრის გარდა პოლიტიკური განზომილებაც ჰქონდა. მოდით ჩვენი საუბარი თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული საკითხებით დავიწყოთ და შემდეგ არც მის პოლიტიკურ შემადგენელზე გადავიდეთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით თავდაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზე მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის მიერ გაკეთებულ მოხსენებას?

- მიუხედავად მინისტრის პირველი ვრცელი გამოსვლისა პარლამენტში, მოხსენებაში ვერ დავინახე მინისტრის მკაფიო ხედვა თავდაცვის პოლიტიკის მიზნებთან და ამოცანებთან, ისევე როგორც იმ აუცილებელი რესურსებთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ამ პოლიტიკის შესრულება შეუძლებელია.

ჯერ კიდევ მინისტრ იზორიას პერიოდში 2018 წელს იგეგმებოდა ეროვნული თავდაცვის სტარტეგიის და თავდაცვის მზადყოფნის გეგმის დამტკიცება მთავრობის მიერ, რომელიც ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტია და ომოქმედი მინისტრის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ამ ათწლიანი დოკუმენტის მზადების შესახებ.

კანონით სწორედ ეს ეროვნული დონის დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკის მიზნებს და ამოცანებს, მათი განხორციელების გზებს, პრინციპებს და საშუალებებს, თუ თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ მიმართულებებს და ძალთა სამომავლო სტრუქტურას.

დღეს კი რეალურად თავდაცვის სფეროში ქვეყანას მეორე წელია აღარ გააჩნია სტარტეგიული დონის დოკუმენტი, რაც რეალური პრობლემაა გაზრდილი გამოწვევების ფონზე.

დღეს რეალურად თავდაცვის სფეროში ქვეყანას მეორე წელია აღარ გააჩნია სტარტეგიული დონის დოკუმენტი, რაც რეალური პრობლემაა გაზრდილი გამოწვევების ფონზე

მე პირადად მოხსენებაში ვერ მოვისმინე ასევე რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია პანდემიამ ჯარზე და დაკლებული 75 მილიონი როგორ აისახა მინისტრის ამბიციურ გეგმებზე გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების შეკვეცის და ე.წ. ფრანგული კონტრაქტისთვის განკუთვნილი ვალდებულების გადავადებისა.

ამასთან, ვისურვებდი, რომ მინისტრს მეტი აქცენტი გაკეთებინა ნატოსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებულ თუ სამომავლო თანამშრომლობაზე, ისევე როგორც ჩვენი სამხედროების სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე პანდემიის პერიოდის გათვალისწინებით.

ასევე უნდა ითქვას, რომ მინისტრის გამოსვლა სავსე იყო შიდაპოლიტიკური დღის წესრიგით, რაც გამოიხატებოდა ერთის მხრივ მინისტრის მიერ ქვეყნის შიდა საფრთხეების ჭრილში ე.წ. დესტრუქციულ ძალებზე მწვავე განცხადბებებში, რაც ცდება მის, როგორც თავდაცვის მინისტრის კომპეტენციას, აღრმავებს შიდა პოლარიზაციას და მკაფიო ნიშანია თავდაცვის უწყების პოლიტიზაციის.

მინისტრის მიერ ქვეყნის შიდა საფრთხეების ჭრილში ე.წ. დესტრუქციულ ძალებზე მწვავე განცხადებები აღრმავებს შიდა პოლარიზაციას და მკაფიო ნიშანია თავდაცვის უწყების პოლიტიზაციის

- თავდაცვის მინისტრის მოხსენებაში ახსენეთ ოპოზიციისადმი მისი განცხადება. მინდა გკითხოთ როგორ აფასებთ მის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ის არ უპასუხებდა ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში კითხვებს, რადგან მათ მიმართ ვალდებულებები არ ჰქონდა...

- როგორადაც არ უნდა მოსწონდეს ბატონ ღარიბაშვილს ოპოზიცია, მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა იყოს პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. სწორედ პარლამენტი განსაზღვრავს უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებს და მისი განცხადება ერთი მხრივ ეწინააღმდეგება თავდაცვის უწყებაზე საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, მეორე მხრივ კი ამ ტიპის განწყობები თავდაცვის უწყების პოლიტიკური პირისგან აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყნის შიგნით ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციასთან მიმართებაში, რომელსაც ევალება ქვეყნის თავდაცვა გარე აგრესიის შემთხვევაში.

- თავადაცვის სფერო, ჯარი და მასათან დაკავშირებული თემები ისეთი საკითხებია, რომელიც მთელი ქვეყნის ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ამ საკითხებში საზოგადოების „ნაცებად’ და „ქოცება“ მოხსენიება, მთლად გამართლებული აშკარად არ იყო.

ასეა არა მარტო იმიტომ, რომ ვიღასაც „ნაცები“ მოსწონს და არც იმიტომ, რომ ვიღაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, არამედ იმიტომ, რომ ყველა ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და ამგვარი საუბარი საერთო საქმეს ვნებს.

რადგან ქვეყანა წინასაარჩევნო მარათონშია ჩართული, ამ თემაზე კითხვას ასე დავსვამდი - თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ არჩევნებამდე 5 თვის ადრე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ხოლო მეორე მხრივ მინისტრის პოლიტიკურ განცხდებებს დესტრუქციულ ძალებთან დაკავშირებით?

- დიახ, სამწუხაროდ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით საზოგადოება დაყო მის ამომრჩევლად და ყველა სხვა დანარჩენად, რომელსაც ის კოლექტიურ „ნაცმოძრაობად,“ მის კლასტერად და ახლა უკვე ე.წ. დესტრუქციულ -ძალად იხსენიებს.

საუბედუროდ, ყველა ვისაც აქვს კრიტიკული პოზიცია, განსხვავებული აზრი, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ კოლექტიურ „ნაციონალად“ არის მონათლული მათ მიერ. ეს კი აღრმავებს საზოგადოების დაყოფის ტენდენციებს, პოლარიზაციას, ასუსტებს ეროვნულ თანხმობას ქვეყნის უმნიშნელოვანეს საკითხებზე და უიოლებს მოწინააღმდეგეს ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

თავდაცვის მინისტრმა თავის გამოსვლაში ფაქტიურად ყველაზე მეტი დრო ნაცვლად ოკუპანტი ქვეყნისა, სწორედ ე.წ. დესტრუქციულ ძალაზე საუბარს დაუთმო, სადაც გააერთიანა როგორც ოპოზიცია, ასევე კრიტიკული მედიასაშუალებები და „ფსევდოდასავლური ორგანიზაციები», რომელთა „დესტრუქციული აქტივობა“ შეაფასა „ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესად».

კანონით, ერთი მხრივ თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია არ არის შიდაპოლიტიკურ საფრთხეებზე საუბარი. მას და მის უწყებას ქვეყნის გარე საფრთხისგან დაცვა ავალია და შიდა საფრთხეებთან გასამკლავებლად ქვეყანას სხვა უწყებები ყავს. შესაბამისად, მინისტრი ღარიბაშვილი მოხსენების ამ ნაწილში გასცდა თავის კომპეტენციებს.მეორე მხრივ, სახეზეა თავდაცვის უწყების პოლიტიზაცია და ჯარის შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ჩართვის მცდელობა.

კანონით, ერთი მხრივ თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია არ არის შიდაპოლიტიკურ საფრთხეებზე საუბარი. მას და მის უწყებას ქვეყნის გარე საფრთხისგან დაცვა ავალია და შიდა საფრთხეებთან გასამკლავებლად ქვეყანას სხვა უწყებები ყავს. შესაბამისად, მინისტრი ღარიბაშვილი მოხსენების ამ ნაწილში გასცდა თავის კომპეტენციებს.მეორე მხრივ, სახეზეა თავდაცვის უწყების პოლიტიზაცია და ჯარის შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ჩართვის მცდელობა

ფაქტობრივად მინისტრის სუბიექტური თუ ობიექტური კრიტიკა გაიგივებულია ჯარის კრიტიკასთან და ფასდება უწყების მხრიდან, როგორც თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის იმიჯის დაკნინებად, რაც მინისტრის თქმით „იწვევს საბრძოლო სულისკვეთების დასუსტებას, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოჯახში გაწევრიანებისთვის დამატებით ბარიერების შექმნას და საბოლოოდ თავდაცვისუნარიანობის მოშლას“.

ანუ, თუ მინისტრ ღარიბაშვილის ლოგიკას მივყვებით, თავდაცვისუნარიანობის მოშლა და ნატოში გაწევრიანების ეროვნული ინტერესების მტერი შიდა ძალებია და არა რუსეთი, რაც კიდევ უფრო აღრმავებს შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხს ქვეყანაში და შლის ისედაც დასუსტებულ ეროვნულ თანხმობას ქვეყნის საერთო მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით.

თუ მინისტრ ღარიბაშვილის ლოგიკას მივყვებით, თავდაცვისუნარიანობის მოშლა და ნატოში გაწევრიანების ეროვნული ინტერესების მტერი შიდა ძალებია და არა რუსეთი, რაც კიდევ უფრო აღრმავებს შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის ხარისხს ქვეყანაში და შლის ისედაც დასუსტებულ ეროვნულ თანხმობას ქვეყნის საერთო მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით

ნიშანდობლივი იყო მინისტრის მხრიდან მთავრობის, ჯარის, ეკლესიის და პოლიციის ინსტიტუციებთან ერთ სიბრტყეში „საზოგადოების განწყობაზე მნიშვნელოვანი აზრის მქონე ლიდერების და ინდივიდების“ წარმოჩენა, რამაც იუსტიციის მინისტრ წულუკიანის განცხადება გამახსენა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია ასეთად ქვეყნის პრეზიდენტს მიიჩნევს.

ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიისთვის საშიში ტენდენციაა და სწორედ ასეთი დამოკიდებულება ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების როლს, რაც პირდაპირ შედის ქვეყნის ოკუპანტი ძალის ინტერესებში.

- სამხედრო სფეროს პრობლემებში საკმაოდ ჩახედული ბრძანდებით, ამიტომ კითხვას ასე დავსვამდი - რამდენად ადეკვატური გახლდათ ის სურათი, რაზეც ქართულ ჯარში არსებულ მდგომარეობაზე მინისტრმა ღარიბაშვილმა ისაუბრა?

- მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ბევრი ისაუბრა სხვადასხვა პროგრამებზე, მისი მთავარი ხაზი მაინც იყო ის, რომ დღეს ჯარი ბევრად ძლიერია, ვიდრე ეს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. სამწუხაროდ, დღეს შედარებები წარსულთან სამთავრობო ხაზად იქცა.

ჯარში გამოწვევები იყო „ნაცმოძრაობის“ დროსაც და არის ახლაც, თუმცა მთავარი ხაზი მინისტრ ღარიბაშვილის პოლიტიკისა მაინც სოციალურ თემებზე გადის, რაც საარჩევნო წლის გათვალისწინებით პოლიტიკურად სრულიად გასაგებია. მაგრამ, ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი ძალა, რომელიც დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია.

ჯარში გამოწვევები იყო „ნაცმოძრაობის“ დროსაც და არის ახლაც, თუმცა, მთავარი ხაზი მინისტრ ღარიბაშვილის პოლიტიკისა მაინც სოციალურ თემებზე გადის, რაც საარჩევნო წლის გათვალისწინებით პოლიტიკურად სრულიად გასაგებია. მაგრამ, ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი ძალა, რომელიც დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია

შესაბამისად, რა თქმა უნდა სამხედრო მოსამსახურის უნიფორმა, ხელფასი, ყაზარმა თუ გაუყინავი ხორცით კვება მნიშნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჯარის ტერიტორიული თავდაცვისთვის მომზადება ჩვენი სტარტეგიული პარტნიორის აშშ-ს დახმარებით, საბრძოლო მზადყოფნა, მრავალეროვნული თუ სამეთაურო საშტაბო სამხედრო სწავლებები, ჰარესაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, განათლება, წვევანდელთა სისტემის რეფორმის დასრულება თუ ტოტალური თავდაცვის პრინციპების გათვალისწინებით ქვეყნის მზადება თავდაცვისთვის.

ქვეყანას, რომელსაც გააჩნია მომატებული სამხედრო საფრთხეები და ამ საფრთხეებთან არაადეკვატური შეზღუდული რესურსები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიის ქონა და ამ სტრატეგიის განხორციელების უწყვეტობა მიუხედავად მინისტრების ხშირი ცვლილებებისა. ეს კი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების პრობლემად დღემდე რჩება.

ქვეყანას, რომელსაც გააჩნია მომატებული სამხედრო საფრთხეები და ამ საფრთხეებთან არაადეკვატური შეზღუდული რესურსები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტრატეგიის ქონა და ამ სტრატეგიის განხორციელების უწყვეტობა მიუხედავად მინისტრების ხშირი ცვლილებებისა. ეს კი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლების პრობლემად დღემდე რჩება

- ფაქტია, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება პრობლემებს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ როცა ამ უწყებაზე ვსაუბრობთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის ყველა ახალ მინისტრს წინამორბედისგან განსხვავებული ხედვები, მიზნები და მიზნის მიღწევის საშუალებებისადმი რბილად რომ ვთქვათ, სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ.

მინისტრმა ღარიბაშვილმა ჰიბრიდულ და სხვა ტიპის საფრთხეეებზე კი ისაუბრა, მარამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად სწორად ხედავს ხელისიფლება სამხედრო სფეროში არსებულ პრობლემებს?

- სწორედ აღნიშნეთ და სავსებით გეთანხმებით, რომ მინისტრის ცვლილება ხშირად უკავშირდება არამხოლოდ საკადრო ცვლილებებს უწყების შიგნით, არამედ პოლიტიკის ცვლილებებსაც.

თუ მინისტრ იზორიას ხედვას შევადარებთ მინისტრ ღარიბაშვილისას, სხვაობებს იოლად დავინახავთ. ამის მაგალითად თუნდაც მინისტრ ღარიბაშვილის ინიციატივა გამოდგება სუ-25 -ების გარემონტებასთან თუ საქართველოში სამხედრო მრეწველობის ახალ ეტაპზე გადაყვანის შესახებ.

თუ მინისტრ იზორიას ხედვას შევადარებთ მინისტრ ღარიბაშვილისას, სხვაობებს იოლად დავინახავთ

როგორც ქვეყნის გულშემატკივარს, რა თქმა უნდა გამეხარდება, რომ თავდაცვის ძალებს გააჩნდეს ძლიერი სამხედრო მრეწველობა თუ ავიაცია, მაგრამ კითხვა არავის დაუსვამს რამდენად რენტაბელურია ეს პროექტები, ან ერთმა ოცნების გუნდის მინისტრმა რატომ გადაწყვიტა სუ-25-ების გაყიდვა ხოლო მეორემ გარემონტება. ეს ლიგიტიმური კითხვაა და სამწუხაროდ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში ეს კითხვა არ გახმოვანებულა.

რაც შეეხება ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული დოკუმენტებით ამ ტიპის საფრთხე აღიარებულია, მინისტრმა ამ ჭრილში მხოლოდ ბორდერიზაციის პრობლემა გამოყო და არ შეეხო საინფორმაციო ომის ელემენტს, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილება.

სამწუხაროდ, მინისტრის აქცენტები დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე უკავშირდებოდა არა რუსეთს, რომელიც ეომება საქართველოს ამ მეთოდებით, არამედ ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას. ხელისუფლების მთავარი პრობლემა ხედვის და სტრატეგიის არქონაა ამ საკითხებში.

სამწუხაროდ, მინისტრის აქცენტები დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე უკავშირდებოდა არა რუსეთს, რომელიც ეომება საქართველოს ამ მეთოდებით, არამედ ოპოზიციას და კრიტიკულ მედიას. ხელისუფლების მთავარი პრობლემა ხედვის და სტრატეგიის არქონაა ამ საკითხებში

ჰიბრიდული ომისას მოშლილია ზღვარი ომსა და მშვიდობიანობას შორის და ამ ომს იგებს ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მოსახლეობაში პოლარიზაციის ფონი და ამ ფონის გაღრმავება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და უიოლებს მას ჰიბრიდული ომის ტაქტიკით მოქმედებას.

სწორედ ამიტომ უნდა შევძლოთ ქვეყნის თავდაცვის საკითხების ირგვლივ გაერთიანება და არა დაყოფა, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთს, რომელიც დღესაც გვეომება როგორც სამხედრო, ასევე საინფორმაციო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით. საფრთხეების წინაშე საზოგადოების გაერთიანების და არა დაყოფის ავტორი ხელუსფლება უნდა იყოს.

- თავდაცვის მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და განხორციელებულ და განსახორციელებელ პროგრამებზე, ქართული ჯარის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე.

თქვენი დაკვირვებით, ამ თვალსაზრისით რისი თქმა შეიძლება ერთის მხრივ სამხედრო სფეროში აშშ-საქართველოს პერსპექტივებსა და საქართველო ნატოს ურთიერთობების პერსპექტივებზე?

- დავიწყებ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ისაუბრა ამ თემებზე, ვფიქრობ მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ამ თემებზე მის გამოსვლაში, რამდენადაც ეს საჯარო გამოსვლა იყო და მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საშუალება იმავდროულად.

საქართველოს ეროვნული ინტერესია ნატოში გაწევრიანება და ამ გზაზე აშშ-სთან, როგორც სტრატეგიული პარტნიორთან სამხედრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

დავეთანხმები მინისტრ ღარიბაშვილს იმაში, რომ თავდაცვის სფეროში აშშ-სთან ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რისი კარგი მაგალითია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ ეხმარება ჩვენს ჯარს ტერიტორიული თავდაცვის გაძლიერებაში.

გარდა იმისა, რომ საქართველო ამერიკელ სამხედროებთან ერთად იცავს საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას ავღანეთში, აშშ ეხმარება უწყებას ინსტიტუციურ განვითარებაში, სამხედროებისთვის განკუთვნილი არაერთი განათლების პროგრამით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სამკურნალო შესაძლებლობებით, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებები.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ჯაველინების საქართველოსთვის მოწოდება და მნიშვნელოვანი ფინანსურ დახმარება, რომელიც ემსახურება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

მნიშვნელოვანია ნატოსთან სამხედრო პარტნიორობა და ის პროგრამები, რომელიც ამის შედეგად აქვს ქვეყანას. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორია. ეს კი დიდწილად ჩვენი საამაყო სამხედროების დამსახურებაა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და მისი 15 მიმართულება, ნატოს ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებები აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ზრდის ჩვენი ჯარის ნატოს ჯარებთან თავსებადობას.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და მისი 15 მიმართულება, ნატოს ერთობლივი მრავალეროვნული სწავლებები აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და ზრდის ჩვენი ჯარის ნატოს ჯარებთან თავსებადობას

ცალკე გამოვყოფდი ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მონაწილეობის მნიშვნელობას. თუმცა, მიუხედავად რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და არსებული უსაფრთხოების გარემოსა, საქართველოს აქვს მეტი პოტენციალი ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აყვანის. ჩვენ არაერთი საჯარო ინიციატივა მოგვისმენია საქართველოს მეგობრებისგან ამ კუთხით. სამწუხაროდ მინისტრს თავის გამოსვლაში არც პერსპექტივებზე და არც ამ შესაძლებლოებზე არ უსაუბრია.

- რადგან არჩევნების თემას შევეხეთ, გვერდს ვერ აუვლით აშშ-ს რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის დასკვნას, რომელსაც ხელს აშშ-ს კონგრესის 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს და საქართველოს და მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ეხება.

ამ თემაზე არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ. ოპოზიციის მტკიცებით, ამერიკელმა კონგრესმენებმა ივანიშვილის ხელისუფლებას განაჩენი უკვე გამოუტანა. ხელისუფლების მტკიცებით, რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის (RSC) პატალის დასკვა ბევრს არაფერს ნიშნავს. მეტიც, ბევრმა არ გამორიცხა, რომ ივანიშვილზე ყველაზე მტკივნეული ჩანაწერი, „ნაცების“ ჩაწყობილია.

თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებულ დასკვნას და სავარაუდოდ რას შეიძლება იგი ნიშნავდეს?

- დავიწყებ იმით, რომ თავად დოკუმენტი ერთობ მნიშვნელოვანია თავის შინაარსით, რამდენადაც ის შექმნილია აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენების მიერ და ეხება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვს აშშ-ს, მათ შორის რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები.

სწორედ ამ ჭრილშია განხილული საქართველოც და უკრაინაც. კონგრესმენების მიერ დოკუმენტში არის მოხსენიებული სანქციები რუსული პროპაგანდის შეფებზე და მათზე, ვინც საფრთხეს უქმნის აშშ პარტნიორებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორედ ამ თავში და საკმაოდ ცუდ კონტექსტში- რუსეთის სამხედრო აგრესიის დამფინანსებელ ოლიგარქთა წრეშია ბატონი ივანიშვილი მოხსენიებული.

რაც არ უნდა იძახონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ეს არის უკვე განწყობის მაჩვენებელი ამერიკის კონგრესში და ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა მმართველ გუნდს ამ განწყობის შესაცვლელად გვესმის ისეთი განცხადებები, როგორიცაა „ლობისტების ბრალია“, „13 კონგრესმენია“ და სხვა მრავალი სისულელე.

რაც არ უნდა იძახონ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, ეს არის უკვე განწყობის მაჩვენებელი ამერიკის კონგრესში და ნაცვლად იმისა, რომ ემუშავა მმართველ გუნდს ამ განწყობის შესაცვლელად გვესმის ისეთი განცხადებები, როგორიცაა „ლობისტების ბრალია“, „13 კონგრესმენია“ და სხვა მრავალი სისულელე

ფაქტი ერთია, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის რესურსებისა და „ოცნების“ ლობისტებისა დამოკიდებულება ჩვენს სტატეგიული პარტნიორის საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდთან, მის ლიდერთან თუ ქვეყნის დემოკრატიასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა ასეთი უარყოფით ნიშნულზე.

თუმცა, ნაცვლად ვითარების გამოსწორებისა, რისი წარუმატებელი მცდელობაც ჰქონდა „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს, ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომელიც „ოცნების“ ამომრჩეველს დასავლეთის წინააღმდეგ განაწყობს და ეს კი ქვეყნისთვის საკმაოდ საშიში თამაშია.

ნაცვლად ვითარების გამოსწორებისა, რისი წარუმატებელი მცდელობაც ჰქონდა „ქართული ოცნების“ მმართველ გუნდს, ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომელიც „ოცნების“ ამომრჩეველს დასავლეთის წინააღმდეგ განაწყობს და ეს კი ქვეყნისთვის საკმაოდ საშიში თამაშია

- რადგან ამ თემაზე მსჯელობისას ყველაზე მეტად ყურადღება მახვილდება იმ მოსაზრებაზე, როგორც წერილშია ნათქვამი - „ივანიშვილი „პუტინის მოკავშირეა“, ჩვენ გვერდს ვერ აუვლით ამ თემაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ამერიკელი პოლიტიკოსის კურტ ვოლკერის განცხადებას.

„ივანიშვილის და მედვეჩუკის ერთ რიგში დაყენება, მთლად სამართლიანი არ იქნებოდა“, აცხადებს ბატონი ვოლკერი, რომელსაც „ნაციონალებთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშობლობის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ასევე აქტიურად თანამშრომლობს მმართველი გუნდის ლიდერებთან.

ამ თემაზე რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ყველას მხრიდან, მთავარი კითხვა ალბათ ასეთია - რატომ ვერ შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისა და გულშემატკივრების იმაში დარწმუნება, რომ ისინი ვაშინგტონის საიმედო მოკავშირეები არიან?

- სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ აშშ-ში ასე რადიკალურად შეცვლილი განწყობები ხელისუფლებისადმი არ მახსენდება და ამას თავის მიზეზები აქვს. სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა გაფლანგა ის ნდობა, რომელიც მას ქონდა დასავლეთში.

ჩვენ გვახსოვს, რომ კრიტიკული წერილების კასკადი სწორედ ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების შეუსრულებლობამ გამოიწვია, რასაც მოგვიანებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ბატონი თალაკვაძის ცნობილი განცხადებები მოჰყვა, რითიც ერთობ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა როგორც ის დიპლომატები, რომელიც შეთანხმების ფასილიტატორები იყვნენ, ასევე საკუთარი გუნდი. „ოცნებას“ არ დარჩა ასევე ის ხალხი გუნდში, ვისაც შეეძლებლოდა პარტნიორი ქვეყნებთან სწორი კომუნიკაცია.

„ოცნებას“ არ დარჩა ის ხალხი გუნდში, ვისაც შეეძლებლოდა პარტნიორი ქვეყნებთან სწორი კომუნიკაცია

„ოცნებას“ დარჩა მხოლოდ ლობისტები, რომელიც მსუყე გასამრჯელოს იღებენ, მაგრამ ვერ ახერხებენ „ოცნებისადმი“ არსებულ კრიტიკული პოზიციების გარდატეხას. შესაბამისად, განაჩენი მმართველ გუნდს უკვე გამოტანილი აქვს. საბოლოო განაჩენს კი გამოიტანს მოსახლეობა არჩევნებზე.

მთავარია არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ხელისუფლებამ უზრუნველყოს ის, რომ დასავლეთში არ გააჩინოს არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შიდაპოლიტიკურ ბატალიებს არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რომელიც პირდაპირ კავშირშია სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორების მხარდაჭერასთან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა