სახელმწიფო ინსპექტორი - აქტიურად ჩავერთვებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის პროცესში, რაც დაჩქარებას საჭიროებს

აქტიურად ჩავერთვებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის პროცესში, რაც ვფიქრობთ, რომ დაჩქარებას საჭიროებს, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თოლორაიას თქმით, არსებული კანონმდებლობა გამომძიებლებს საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს და მათ არ აქვთ გადაუდებლად ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის უფლება, „მაშინ როდესაც თითოეული წუთი შეიძლება გადამწყვეტი იყოს.“

,,არსებული კანონმდებლობა გამომძიებელს არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობას. კერძოდ, გამომძიებელს კანონით არ აქვს მინიჭებული ისეთი უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სასამართლოდან ნებართვის ასაღებად მიმართვის უფლება, როგორიც არის - ჩხრეკა, ამოღება, დათვალიერება, ვიდეოჩანაწერებისა და დოკუმენტების გამოთხოვა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება. უფრო მეტიც, გამომძიებელს არ აქვს გადაუდებლად მაგალითად, ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის უფლება, მაშინ როცა თითოეული წუთი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის რეფორმის პროცესში, რაც ვფიქრობთ, რომ დაჩქარებას საჭიროებს," - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს