ნათია თურნავა - მინდა ყველას მოგიწოდოთ, აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ თქვენ, ყველა ჩვენს თანამემამულეს, რომ აქტიურად ესტუმროთ საქართველოს კურორტებს, ჩვენს შესანიშნავ სასტუმროებს და მოინახულოთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყვარელში, დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კარგი შესაძლებლობაა არამხოლოდ იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გაატაროთ უქმეები იმ შეზღუდვების მერე, რაც გვქონდა მობილობის მხრივ, არამედ ეს ერთგვარი სამოქალაქო თანადგომის აქტია, ვინაიდან ამით თქვენს წვლილს შეიტანთ ტურისტული ინდუსტრიის გვერდში დგომით.

მისივე თქმით, დილიდან უკვე არის სასიხარულო ცნობები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა რეგიონებში სასტუმროები, პრაქტიკულად, დატვირთულია.

მინისტრის განმარტებით, ეს იძლევა დიდ იმედს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია უფრო ძლიერი გამოვა ამ კრიზისიდან და დაძლევს ამ გამოწვევას

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ