ეკა ბესელია - მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით, ყველას დავუჭერ თუ არა მხარს, რადგან გააჩნია, ვინ იქნებიან ეს ადამიანები

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც მაჟოროტარობის კანდიდატები იქნებიან, სავარაუდოდ, მისი მხარდაჭერა არ ექნებათ. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ოპოზიციის საერთო განხილვებში ჩართული არ არის და ამ ეტაპზე არც ის იცის, ექნება თუ არა ყველას მისი მხარდაჭერა.

„მე არ ვარ ჩართული საერთო საყოველთაო კონსულტაციებში ყველასთან, ამიტომ ვერ გეტყვით ვინ სად დასახელდება. ვიცი მხოლოდ, რომ ორი ოლქი დასახელდა, რაც თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ ". ფრაგმენტული შეხვედრები მქონდა რამდენიმე პარტიასთან და კიდევ მექნება, მაგრამ საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გეტყვით, ყველას დავუჭერ თუ არა მხარს, რადგან გააჩნია, ვინ იქნებიან ეს ადამიანები,"- აცხადებს ეკა ბესელია.

ჟურნალისტის კითხვაზე, ექნება თუ არა მისი მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ეკა ბესელია პასუხობს - "ალბათ არა."

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?