ეკა ბესელია - იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტიის გეგმა „ბ“ არ ამოქმედდება

მე იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტიის გეგმა „ბ“ არ ამოქმედდება, იმიტომ, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა მიიჩნევა, როგორც ძალაუფლების უზურპაციის მოდელი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან არჩევნების ჩატარების თარიღის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ამ კუთხით რაიმე ჩანაწერის დამატება დაუშვებელია.

"ალბათ, გეგმა „ბ“ არსებობს მმართველ პარტიაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თუ ამის (არჩევნების გადაწევის) სასურველობა დაინახეს, საჭიროებას იპოვნიან. არსებული ფორმულით ეს შესაძლებლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებენ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გაიოლდა ამ პირობებში, არ არის რთული - სტატისტიკის სულ მცირე მანიპულაციაც კი ამ საკითხს დასვამს დღის წესრიგში პარლამენტში. მთავარი არის მოტივაცია, თუ რაში შეიძლება სჭირდებოდეს ეს მმართველ პარტიას. ოქტომბრის ბოლო დღე, რომელიც არის არჩევნების დღე და ეს ასე წერია კონსტიტუციაში, ვერ გადმოიწევს, ვინც ამას ამბობს, უბრალოდ უნდა წაიკითხოს კონსტიტუცია. ეს პერიოდი ყოველთვის დატვირთულია პოლიტიკურად. თუ გავიხსენებთ ისტორიას, შემოდგომაზე არის ყოველთვის ყველაზე დიდი ვნებათაღელვა, რაც გარკვეული საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს მმართველი პარტიისთვის. მე იმედი მაქვს, რომ გეგმა „ბ“ არ ამოქმედდება და ამ კალენდარს დავიცავთ, იმიტომ, რომ ზოგადად პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდა მიიჩნევა, როგორც ძალაუფლების უზურპაციის მოდელი და ეს ვნებათაღელვა გახსოვთ, რომ წლების წინ მოჰყვა სწორედ პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაზრდას.

(საკონსტირუციო ცვლილელების პროექტის) ტექსტი აღარ უნდა შეიცვალოს, ეს იქნება ძალიან ცუდი, რომ უკვე განხილულ ტექსტში, რომელსაც პარლამენტში უნდა მოჰყვეს განხილვები, ახლა დაიწყოს რაიმე ცვლილებების შეტანა," - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა