აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ 23 დემონსტრანტი დააკავა

აშშ-ს სამ შტატში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას სროლა და დაკავება მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა.

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პორტლენდის პოლიციის ბიურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა დაუშინეს. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.

დაპირისპირება მოხდა ტენესის შტატშიც, სადაც დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და სამართალდამცავების თხოვნის მიუხედავად, გზა არ გახსნეს. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები მესამე კვირაა არ წყდება. ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვის დღიდან ათასობით ადამიანი აშშ-ის ქუჩებში რასიზმსა და პოლიციის სისასტიკეს აპროტესტებს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ 23 დემონსტრანტი დააკავა

აშშ-ს სამ შტატში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას სროლა და დაკავება მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ ალბუკერკეში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დააკავა.

ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პორტლენდის პოლიციის ბიურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პოლიციას პიროტექნიკა დაუშინეს. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.

დაპირისპირება მოხდა ტენესის შტატშიც, სადაც დემონსტრანტებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და სამართალდამცავების თხოვნის მიუხედავად, გზა არ გახსნეს. რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა. შეგახსენებთ, აშშ-ში საპროტესტო აქციები მესამე კვირაა არ წყდება. ფერადკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპვის დღიდან ათასობით ადამიანი აშშ-ის ქუჩებში რასიზმსა და პოლიციის სისასტიკეს აპროტესტებს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი